ქართველები და აფხაზები ენგურის ხიდზე უეფამ გააერთიანა

AutoSharing Option
გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ Scup Throphy Journey-ს ფარგლებში, ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასები საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს. თასებმა "მოინახულა" ფოთი, ბათუმი, ქუთაისი, ლანჩხუთი, ზუგდიდი, მცხეთა, გორი, დვანი...

ცხადია, ეს ყველგან დიდ მოვლენად იქცა. ამ სამ ლეგენდარულ ტროფეისთან მიახლოების შანსი როდისღა ექნებათ ჩვენს გულშემატკივრებს?..

მაგრამ 2 აგვისტოს მაინც განსაკუთრებული მოვლენა მოხდა - თასები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას გასცდა და დროებით ენგურის ხიდზე დაიმკვიდრა ადგილი.

ასეთმა მოულოდნელმა ამბავმა აფხაზეთის დე
-ფაქტო ტერიტორიაზე მიმავალ-მომავალი ქართველებისა და აფხაზების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

იყო დრო, ჩვენ ყველაფერი გვაერთიანებდა, მათ შორის - ფეხბურთიც და იქნებ ყველაზე მეტადაც კი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მემგონი შეიძლებოდა სუპერთასის ბილეთებიც გადაგვეცა აფხაზებისთვის და ოსებისთვის.
სემი
14:44 04-08-2015
0
უკაცრავად და ქალაქი დვანი სად არის?
ვახო
11:53 04-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული