ლუის ენრიკე: "ბარსელონამ" კარგი თამაში ანახა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "სევილიასთან" უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"ასეთ რთულ მატჩს თავიდანვე ველოდით. ამ შეხვედრამ აჩვენა, რამდენად სერიოზული მატჩი იყო. ჩვენმა მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. მიხარია, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ჩემმა გუნდმა კარგი თამაში ანახა.

როცა გუნდი 4:1-ს აგებს, მას დასაკარგი არაფერი აქვს და "სევილიამ" გარისკა და კარგი თამაშის წყალობით გაათანაბრა ანგარიში.

არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და გამარჯვებით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

გრძელი გზა გამოვიარეთ. ყველაფრით კმაყოფილები
ვართ: მოედნით, ორგანიზაციით და გულშემატკივრების მხარდაჭერით", - თქვა ენრიკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული