ზვიად სიჭინავა: ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებას გეგმავს.

როგორც სიჭინავამ უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტობიდან მართლაც მიდის.

"ვფიქრობ, რომ საუკეთესო დღეა დღეს, რათა განვაცხადო, რომ მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს ჩემი პიკი იყო", - განაცხადა სიჭინავამ.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მან "თავისი ფეხბურთის ბუცები კედელზე ჩამოჰკიდა".

"ფეხბურთი სიჭინავას გარეშე", - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ერჩით არველაძეს? ამდენი ბოღმა რატომ გაქვთ მის მიმართ?
David
12:23 12-08-2015
0
პირველად ნახა რაა ნამდვილი ფეხბურთი და სირცხვილისგან გადადგა...
ჯოჯო
09:59 12-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული