ამის შესახებ ჟორდანიამ ჟურნალისტებს 18 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განუცხადა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს ხვდება. შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც მერაბ ჟორდანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს.
"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას", - განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.
მერაბ ჟორდანიას გარდა, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით