სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს.
ეს განცხადება სიჭინავამ ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გააკეთა.
"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. მე მიმაჩნია ეს არასწორად და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ბატონი ალექსანდრე ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას", - თქვა სიჭინავამ.
აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე ჩივაძე არის სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ამავე დროს, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.