აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა

AutoSharing Option
დღეს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის აღმასკომის სხდომაზე ბიზნესმენ ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება აღმაკოსმმა მიიღო.

აღმასკომის ამ გადაწყვეტილების მიზები კოკაიას მიერ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე ჩივაძის მიმართ განცხადებები გახდა.


როგორც ჟურნალისტებს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ განუცხადა, ილია კოკაიას განცხადებები არ ჯდებოდა ეთიკის ფარგლებში, რის გამოც აღმასკომმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, აღმასკომმა გოჩა ტყებუჩავას საკითხი განიხილა და ის დელეგატად დატოვა. ამის გამო აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ. კოკაის თემასთან დაკავშირებით კი მოგვიანებით ასეთი განცხადება გააკეთა:

"აზრთა სხვადასხვაობამ და ურთიერთკრიტიკამ არ უნდა გამოიწვიოს შეურაცხმყოფელი ფრაზები. სამწუხაროა, როცა ასე ხდება... ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საშა ჩივაძეს - სახელოვან ვეტერან ფეხბურთელს და ვაფასებთ მის დიდ ღვაწლს ქართულ ფეხბურთში!"


მკითხველის კომენტარები / 8 /
ილია კოკაიას რომ კაცი ფეხბურთში ყოფნას აუკრძალავს....
კარგით რა..
ადრე ულვაში კაცობის და ღირსების სიმბოლო იყო.
ჩივაძის შემთხვევაში კი.... ეეეჰ!
ლევანი
11:26 24-09-2015
0
სირცხვილი ამ ფედერაციას და მის აღმასკომსაც, კოკაიას და მისნაირების ფეხბურთიდან მოკვეთა რაზედაც მიგვანიშნებს ცხადია,ამ ფედერაციას ურჩევნია ჩემპინატში მონაწილეობდეს სახელმწიფო ბიუჯედზე ჩამოკიდებული საფეხბურთო კლუბების მაგვარი წარმონაქმნები და ასე აკეთონ ფული ქვეყნის ხარჯზე,კოკაია და მისნაირები კი ევლინებათ მთავარ ხელის შემშლელებად და რა თქმა უნდა მოკვეთავენ,გავიხსენოთ კოკაიას ფედერაციასთან უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი,კლუბების სახელმწიფო დაფინანსებას შეეხებოდა...ამათ პირად ინტერესებს და ხუშტურებს შეეწირა საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი ,,ზესტაფონი'' და ეს არც არავის ანაღვლებს...
Beso
10:47 24-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული