მიდტიულანდი VS საბურთალო - დებიუტი ახალგაზრდულ ლიგაში

AutoSharing Option
ფოტოზე: "საბურთალო" დანიაში მიემგზავრება
დღეს, 30 სექტემბერს, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა - უეფას ახალგაზრდულ ლიგაში პირველად ითამაშებს ქართული გუნდი - "საბურთალო".

ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებისთვის ევროტურნირზე სადებიუტო შეხვედრა იქნება. საბურთალოელები დანიის ქალაქ ჰერნინგში "მიდტიულანდის" 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.

თბილისელები დანიშნულების ადგილზე 29 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრნენ, დანიაში ჩასულებმა ცოტა სული მოითქვეს და საღამოს მატჩისწინა ვარჯიშიც გამართეს.

დღეს დილით, 10 საათზე, კლუბებისა და უეფას წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრა დაიგეგმა. რაც შეეხება იმას, თუ სად ვუყუროთ მატჩს -
სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამემდე ეს საკითხი გაურკვეველი იყო. ტრანსლირების საკითხი დღეს დაზუსტდება და გამოჩნდება, გვექნება თუ არა საშუალება, "მიდტიულანდი"-"საბურთალოს" დაპირისპირებას ინტერნეტით მივადევნოთ თვალი.

ეს მატჩი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან "საბურთალოს" წარმატებული გამოსვლა ფეხბურთელების ზრდასაც შეუწყობს ხელს და კლუბისა და ქვეყნის პრესტიჟისაც. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბედნიერებაა უბნის სახელით გუნდი ევროპაზე რომ ითამაშებს! წარმატებები უბნელებს!
sano
16:44 30-09-2015
0
მოგებას გისურვებ! წარმატებები.
ქეთი
15:49 30-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული