"ორივე მხარეს აქვს მოთხოვნები, ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, ველოდებით, რომ ოდესმე გამოუშვებენ გეგა გობეჯიშვილს და ეს არის ერთ-ერთი მხარის მოთხოვნა", - განაცხადა ბოკერიამ.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ყრილობა ხვალისთვის გადაიდება.
"ყრილობის გადადების მიზეზი არის ქვორუმის არარსებობა. ახლა
წესდების მიხედით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო ყრილობის გადადება მოხდება, განმეორებითი ყრილობა 24 საათში უნდა გაიმართოს", - განაცხადა შენგელიამ.
დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
გამსვლელია 18 ყველა დელეგატის დასწრების პირობებში