სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის რევაზ შენგელიას ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.


შენგელიას თქმით, რამდენიმე წუთში დაიწყება რეგისტრაცია, რომლის გავლაზეც არველაძის მხარდამჭერი დელეგატები თანახმანი არიან.

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, ისინი რეგისტრაციას გაივლიან, ველოდებით",- განაცხადა შენგელიამ.

რეგისტრაციას თავად შეგნელია ატარებს და მან ჟურნალისტებს მოუწოდა მუშაობის საშუალება მისცენ.

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით
ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული