11:37 05-10-2015
ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა [VIDEO]
AutoSharing Option
კობიაშვილი სფფ-ში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს პირველად მივიდა.
როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეხვდება ყველა თანამშრომელს.
"უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას.
ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები.
მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს.
მისივე თქმით, სამუშაო ოთახში რაიმე ცვლილებებს არ აპირებს, რადგან ყველა პირობაა სამუშაოდ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წარმატებები ლევან, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ ჰგონია, რომ ქართული ფეხბურთისთვის არის ზეიმი მისი მოსვლა ფედერაციაში. მიდი იმუშავე მიაღწიე წარმატებას და მაგას ჩვენ გადავწყვეტთ არის თუ არა შენი გამარჯვება ქართული ფეხბურთის გამარჯვება და შენი სამსახურში მისვლის პირველი დღე ქართული ფეხბურთისთვის დღესასწაული :) გულით გისურვებ წარმატებას !
0
0
ნარკომანები და მუქთახორები გაყარე ფედერაციიდან.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული