რა პროფლიგა, რისი პრეზიდენტობა? - ლევან ზუხბაია გაოცებულია

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების ხედვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე მხარეებს სხვადასხვაგვარად წარმოედგინათ. მიუხედავად ამისა, სამივე კანდიდატი თანხმდებოდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება პროფესიული ფეხბურთის ლიგის გარეშე წარმოუდგენელია და რომ მისი ხელახლა ამუშავება აუცილებელია.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა სფფ-ის ახალ თავკაცებს და მის მხარდამჭერებს სურთ. გავრცელებული ხმების მიხედვით, ისინი პრეზიდენტად თბილისის "დინამოს" ტექნიკურ დირექტორს ლევან ზუხბაიას მოიაზრებენ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს.

ამაში დაეჭვება შეიძლებოდა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას ჯერ თავად პროფლიგის ჩამოყალიბება სჭირდება, შემდეგ კი - კლუბების შეთანხმება. დღეს კი,
როცა ამ თემაზე ჯერ არც ულაპარაკიათ, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნაზე საუბარი ნაადრევი ჩანდა.

სწორედ ეს გვითხრა ზუხბაიამ, რომელსაც კომენტარისთვის დავუკავშირდით:

"მე უნდა გავხდე პროფლიგის ტექნიკური დირექტორი? ჯერ პროფლიგა არ ჩამოყალიბებულა და შემოთავაზება ვისგან უნდა მიმეღო?

შესაძლოა, ჭორები იქიდან აგორდა, რომ ადრე პროფლიგის აღდგენის საკონსულტაციო ჯგუფის კოორდინაციასა და მუშაობაში ვმონაწილეობდი. მაგრამ დამიჯერეთ, ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა, არათუ შემოთავაზება", - ამბობს ზუხბაია.

ზოგადად, "დინამოს" ტექნიკური დირექტორი პროფლიგის აღდგენას საჭირო საქმედ თვლის:

"პროფლიგა აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. ამის გარეშე, საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია, მით უფრო იმ პირობებში, როცა არაორაზროვანი კითხვები ჩნდება სახელმწიფო კლუბებში სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.

პროფლიგა სწორედ ამ სახსრების სწორი და ეფექტური განკარგვის გარანტი უნდა გახდეს, კლუბებს სწორი მიმართულება მისცეს და კომერციული მხარე გააძლიეროს.

საერთოდ, ეს დიდი და სერიოზული თემაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ამას თავი უნდა მოებას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ვეთანხმები მამუკა კვარაცხელიას, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის და მარკეტინგის სამსახურების სათანადოდ მუშაობის შემთხვევაში არანაირი პროფლიგის საჭიროება არ არსებობს...
walkabout
10:40 13-10-2015
0
კვარაცხელია გენ.მდივნად!...ჩაატარეთ გამოკითხვა და ნახავთ თუ არ გაიმარჯვებს.
murtalo
23:26 10-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული