საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აღმასკომის სხდომა, სადაც ორი საკითხი იქნა განხილული.
აღმასკომმა, ხმათა უმრავლესობით, გენერალური მდივნის პოსტზე დავით მუჯირის კანდიდატურა დაამტკიცა.
რიგგარეშე ყრილობა კი 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც ახალ აღმასკომს აირჩევენ.