ექსკლუზივი: სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები ნიკა ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე გახდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მალე ახალი აღმასკომი და ვიცე-პრეზიდენტები ეყოლება.

sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ აღმასკომში წევრთა რაოდენობა 18-დან 10 კაცამდე შემცირდება, ვიცე-პრეზიდენტების პოსტებს კი თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ნიკა ჯღარკავა და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე დაიკავებენ.

მესამე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჯერჯერობით კანდიდატურის დაზუსტება მიდის.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილიც შევლენ.

სფფ-ის ახალი ყრილობა, რომელიც ახალ აღმასკომს აირჩევს, 18 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Yველაფერი ისევ ისე გრძელდება, კობიაშვილი დინამომ წარადგინა კანდიდატად და ეხლა ესეც უბრუნებს ვალს და ნიშნავს თანამდებობებზე მაგათ ხალხს.სპორტის მინისტრმაც ჩააკვეხა თავისი კაცი ფედერაციაში.რატო კვარაცხელიას არაფერს სთავაზობენ კაცი ამდენი წელია იბრძვის ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის აკი დებატებში შესთავაზა კიდეც თანამშრომლობა კობიაშვილმა.გულისამრევია ეს ... დმოკიდებულება,ყველა ერთი ....
zviad
16 ნოემბერი 2015 10:32
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული