სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჯერ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლა მიულოცა, მერე კი ილაპარაკა არსებულ პრობლემებზე. ყრილობას სფფ-ის წესდებაში შესატანი სტრუქტურული ცვლილებები გააცნო, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და ფედერაციის მუშაობას შეეხება.
"უპირველესად, ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლას ვულოცავ. ამ წარმატებას მხოლოდ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ვერ მივაწერთ, ეს ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის დამსახურებაცაა...
რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ფინანსური
დღეს წარმოგიდგენთ სფფ-ის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც უეფასთანაა შეთანხმებული. ბევრი ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები კონკრეტულ მიმართულებებს ჩაიბარებენ. რაც შეეხება აღმასკომს, გვსურს, ამ ორგანომ ბორდის პრინციპით იმუშაოს და მისი წევრების რაოდენობა 18-დან 10-მდე შემცირდეს.
მინდა არჩილ არველაძეს მივმართო და მადლობა გადავუხადო დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობისთვის. კარგად მესმის, რომ დღეს შენი აქ ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ვისურვებდი, რომ ფეხბურთში იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩილი ნამდვილი პროფესიონალია...
ჩვენი სტრატეგია სამ ფაზას მოიცავს:
1. ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარების შეფასება, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ასე შემდეგ;
2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
3. ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამუშავება, რომ 2016 წლიდან მაინც მოვახერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
მესმის, რომ ნაკრებზეა ჩვენი მზერა მიპყრობილი, მაგრამ უმთავრესი მაინც ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"