ლევან კობიაშვილი არჩილ არველაძეს: ვისურვებდი, რომ ფეხბურთში იყო

AutoSharing Option
18 ნოემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჯერ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლა მიულოცა, მერე კი ილაპარაკა არსებულ პრობლემებზე. ყრილობას სფფ-ის წესდებაში შესატანი სტრუქტურული ცვლილებები გააცნო, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და ფედერაციის მუშაობას შეეხება.

"უპირველესად, ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლას ვულოცავ. ამ წარმატებას მხოლოდ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ვერ მივაწერთ, ეს ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის დამსახურებაცაა...

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ფინანსური
კუთხით სერიოზული პრობლემებია - დავალიანებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რუსთავის აკადემიის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან რა თანხებიც უეფამ გამოჰყო, მასზე მეტი მოცულობის სამუშაოები დაიგეგმა. ეს დავალიანება ფეხბურთის ფედერაციისთვის სერიოზული ტვირთია, მაგრამ პროექტი აუცილებლად დასრულდება, რადგან მსგავსი აკადემიები ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება...

დღეს წარმოგიდგენთ სფფ-ის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც უეფასთანაა შეთანხმებული. ბევრი ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები კონკრეტულ მიმართულებებს ჩაიბარებენ. რაც შეეხება აღმასკომს, გვსურს, ამ ორგანომ ბორდის პრინციპით იმუშაოს და მისი წევრების რაოდენობა 18-დან 10-მდე შემცირდეს.

მინდა არჩილ არველაძეს მივმართო და მადლობა გადავუხადო დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობისთვის. კარგად მესმის, რომ დღეს შენი აქ ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ვისურვებდი, რომ ფეხბურთში იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩილი ნამდვილი პროფესიონალია...

ჩვენი სტრატეგია სამ ფაზას მოიცავს:

1. ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარების შეფასება, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ასე შემდეგ;

2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

3. ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამუშავება, რომ 2016 წლიდან მაინც მოვახერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

მესმის, რომ ნაკრებზეა ჩვენი მზერა მიპყრობილი, მაგრამ უმთავრესი მაინც ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საფეხბურთო კლუბი როგორ გავხადოთ მომგებიანი ამის შესახებ ჩემ პროექტში წერია და მისი წაკითხვა, შემდეგ კი რეალიზება არის საჭირო. პროექტი თქვენთანაც და სამინისტროშიც მაქვს მოტანილი. თუ ჩემი პროექტი არ გაამართლებს თანახმა ვარ სოლიდური ფულადი ჯარიმა გადავიხადო.
გუჯა კახაძე
12:21 19-11-2015
0
კაი ამბავია მე პირადად და ბევრს ვისაც პრეტენზია აქვს ოდნავ მაიც ერკვეოდეს ფეხბურთში ვიცით რომ მთავარი ბავშვთა და ახაგაზდული ფეხბურთია და ეს ხალხია მისახედი. გვაქვს კონკრეტული პორბლემა ახალგაზრდები ვერ ვითარდებიან 19 დან 21 წელი მაქვს მხედველობაში. ეს პერიოდი პროფერსიონალურად რომ გადავატანინოთ ჩვენ ახალგაზდებს შედეგი აუცილებლად იქნება.
vato
16:17 19-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული