კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს. სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე გაირკვა, რომ ლევან კობიაშვილის გუნდში იქნება გოჩა ჯამარაულიც, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო...

ჯამარაულის კანდიდატურა რუსთავის "მეტალურგმა" წამოაყენა. ყრილობის 34 დელეგატიდან მას მხარი 30-მა დაუჭირა.

აქ ერთი კურიოზული ამბავიც მოხდა: ხმის დამთვლელი კომისიის წევრმა აღმასკომის ახალი წევრები რომ დაასახელა, ჯამარაული გამორჩა და ბოლოს დავით მუჯირმა შეახსენა - "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები
მიიღოო?..

შემთხვევით არაფერი ხდება. ჯამარაულს არაერთხელ შეეძლო თბილ სავარძელში მოკალათება, მაგრამ არ ქნა. ის პრობლემებზე ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა.

Sportall.Ge"დიდი მადლობა დელეგატებს, ვინც მენდო და მხარი დამიჭირა. აღმასკომის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდებით, ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ.

ბუნებრივია, მე წმინდა საფეხბურთო მიმართულებით ვიმუშავებ, მაგრამ ჯერ გამიჭირდება თქმა, კონკრეტულად რომელ სფეროში დავსაქმდები", - ამბობს ჯამარაული.

ცნობილია, რომ ის ლევან ყიფიანთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელია. არის თუ არა ეს კობიაშვილის მხრიდან ამ ფრთასთან გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი?

ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ასე გვპასუხობს:

"რა თქმა უნდა, ჩვენ პატარა სამყარო ვართ და გახლეჩა არაფერს გვარგებს. ახლა მხარეებსა და ბანაკებზე ლაპარაკის დრო აღარ არის. ჩვენ ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი ბიჭები იკრიბებით შემოგევლოთ ჩემი თავი,იქნებ ეხლა მაინც გატყდეს ნავსი და ამ ჭაობიდან ამოსვლა დავიწყოთ.
sake
20 ნოემბერი 2015 18:39
0
აბა რა ერტი ოჯახივიტ უნდა იყოტ რა გაქვს გასაყოპი
oto
20 ნოემბერი 2015 17:53
0
ბუნებრივია, მე წმინდა საფეხბურთო მიმართულებით ვიმუშავებ, მაგრამ ჯერ გამიჭირდება თქმა, კონკრეტულად რომელ სფეროში დავსაქმდები. ვახ მე კიდევ მეგონა ჰოკეის მიმართულებით იქნებოდა. ჩაიგდეს ძმაკაცებმა სახრავი
jondo
20 ნოემბერი 2015 15:48
0
ოჰოჰოჰოოო,რა გამალებით ინაწილებენ ადგილებს.ჟოპასტენკის ქვეგანყოფილება მაინც ჩამაბარეთ .......
burnuta
20 ნოემბერი 2015 14:58
0
კობი ერთ ქართულ სენს მიხედე და აკონტროლე შენი გუნდიდანაც არ დაავადნენ ამ სენით. რაც შეეხება პრობლემას, ეს გახლავთ ასაკობრივი ნაკრებების არაობიექტურად დაკომპლექტება. შინაურობით, ახლობლობით, ზარები მწვრთნელებთან ფედერაციის მაღალჩინოსნების მხრიდან. ასევე დამოუკიდებლად მწვრთნელების მიერ მიკერძოებულად ფეხბურთელების სელექცია. ვფიქრობ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც გადასახედია.
კობი დიდი იმედი გვაქვს ამ ისტორიულ-ტრადიციულ ქართულ პრობლემას აღმოფხვრი.
georgiano
20 ნოემბერი 2015 14:39
0
ეხლავე ეტყობა კობის რომ საქმის საკეთებლად მოვიდა და მჯერა რომ ის თავის ახალ გუნდთან ერთად ნელ ნელა გამოიყვანს ქართულ ფეხბურთს ამ კრიზისიდან,წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო
paata xuchua
20 ნოემბერი 2015 13:50
0
ჯამარა ალბათ მართლა კაი კაცია, მაგრამ საღოლ კობი, ეგრევე ეტყობა ყველა ნაბიჯზე, რომ საქმის გასაკეთებლად მოვიდა, მიდი კობი, კაი კაცი ხარ შენ!
ბმბ
20 ნოემბერი 2015 13:24
0
ჯამარა კაცია
zvio202
20 ნოემბერი 2015 13:02
0
ერთად დაეხმარეთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს! წარმატებები!!!!
გუჯა კახაძე
20 ნოემბერი 2015 13:02
0
სხვები ვინ არიან აღმასკომის წევრები დაწერეთ რა...
rezi
20 ნოემბერი 2015 12:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული