ახალი აღმასკომის პირველ სხდომაზე, საფეხბურთო კლუბ "ზესაფონის" მფლობელის, ილია კოკაიას საკითხიც განიხილეს.
სფფ-ს გენერალური მდივნის განმარტებით, აღმასკომი არ იყო უფლებამოსილი ორგანო, ილია კოკაიასთვის ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა, ამიტომ, ახალი აღმასრულებელი კომიტეტი, ამ გადაწყვეტილებას ვერც გააბათილებს და ვერც დაადასტურებს. შესაბამისად, კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთა, არალეგიტიმური იყო.
"აღმასკომი არ არის ის ორგანო, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფეხბურთში მოღვაწე პირებს, რომ დაიცვან ეთიკის ნორმები და ურთიერთპატივისცემა
პირადად, ჩემი აზრი, ილია კოკაიასთან დაკავშირებით ის არის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ილია კოკაია აქტიურად იყო ჩართული ქართულ ფეხბურთში, ინვესტიციები განახორციელა. მალე უნდა მოხდეს ამ ქალაქის და გუნდის დაბრუნება ქართულ ფეხბურთში", - აღნიშნა მუჯირმა.
მესამე საკითხი ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატს შეეხებოდა. მუჯირის განცხადებით, ფედერაციას არ აკმაყოფილებს ჩემპიონატის ჩატარების სისტემა. ფუტსალის ასოციაციასაც, ახალი პროექტის წარმოდგენისთვის ვადა პირველ დეკემბრამდე მიეცა.
"ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების სიტემა არ გვაკმაყოფილებს. ამიტომ, პირველ დეკემბრამდე, ფუტსალის ასოციაციას მიეცა ვადა შესაბამისი პროექტი წარმოადგინოს. მომდევნო აღმასკომის სხდომა უკვე ჩაინიშნა 1 დეკემბერს, 11 საათზე და ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ფორმით ხედავს ფუსტალის ასოციაცია ჩვენთან სამომავლო თანამშრომლობას", - განაცხადა მუჯირმა.
ახალი აღმასკომის პირველ სხდომაზე, დღეს ვიცე-პრეზიდენტებიც აირჩიეს.
ასევე იხილეთ:
სფფ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტების ვინაობა ცნობილია
ლანჩხუთის "გურიას" სამი ქულის ჩამოკლება ემუქრება