მუჯირის თქმით, ზვიად სიჭინავამ პრეზიდენტობის პერიოდში, ფეხბურთის ფედერაციასა და საკუთარ კომპანიას შორის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მუჯირმა ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის აკადემიის ბავშვები, მათი მშობლები და საზოგადოება არასწორად იყო ინფორმირებული უეფას პროექტის შესახებ.
"ჩვენი ფედერაციაში მოსვლის შემდეგ დაგვხვდა ე.წ. აკადემიის ფილიალი, რომელიც არ არის უეფას მიერ დაფინანსებული.
უეფას კონკრეტული დაფინანსება აქვს პროექტთან მიმართებაში, რაც გამოიხატება 200 ათას ევროში. ამ თანხის ვალდებულებაში ჩვენ გვაქვს პირობა, რომ უნდა
რაც შეეხება კონკრეტულად ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე არსებულ ე.წ. აკადემიის ფილიალს, იმ ბავშვებს, რომლებიც იქ ვარჯიშობენ, დააკვირდებიან ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები და შემდეგ რამდენიმე მათგანი უეფას აკადემიაში გადავა.
ასევე, მინდა იცოდეთ, რომ ზვიად სიჭინავამ 6 სექტემბერს, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე, გამოსცა ბრძანება ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის თაობაზე. სიჭინავამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, აკადემიას უნდა ეზრუნა 22 ბავშვზე, არადა, იქ ორჯერ მეტი ბავშვია.
ზუგდიდში არსებული აკადემიის შენახვა ფეხბურთის ფედერაციას თვეში 60 000 ლარი უჯდება, რაც წელიწადში 800 000 ლარზე მეტია.
სიჭინავამ 10 წლით გააფორმა ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომლის 90-პროცენტიანი წილის მფლობელი თავად არის. საუბარია ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე. ამ კომპანიას ფედერაციამ თვეში 23 000 ლარი უნდა უხადოს, რაც საერთო ჯამში 2 760 000 ლარია", - თქვა მუჯირმა.
GრამატიკაშIი, რომ მოიკოჭLებდით ფაქტია, მაგრამ ელემენტალური მათემატიკისგანაც შOრს ყოფილხართ!