ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაცია ყველას არასწორ ინფორმაციას აწვდიდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა.

კობიაშვილმა 16 დეკემბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

კერძოდ კი, ზუგდიდის აკადემიაში მცხოვრები ბავშვების მშობლები სფფ-ის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს, გიორგი რევაზიშვილს აკადემიის ბაზაზე დაუპირისპირდნენ.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო მიზანმიმართული პროვოცირება. მე არ ვსაუბრობ მშობლებზე, მათი გულისტკივილი ამ მიმართულებით გასაგებია და მისაღებია აბსოლუტურად.

სამწუხაროა, რომ იქ იყვნენ ადამიანები, ვინც პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ ამ ყველაფერს და სურდათ,
ზიანი მიეყენებინათ ფეხბურთის ფედერაციისთვის. ძალიან ვწუხვარ და ვემიჯნებით მსგავს ქმედებებს.

ფეხბურთის ფედერაციის აკადემია არის უეფას პროექტი, რისთვის უეფას განსაზღვრული აქვს კონკრეტული თანხა.

საქართველოში იმყოფება უეფას წარმომადგენელი ჟან ფრანსუა დომეგი, რომელიც კონკრეტულად ხელმძღვანელობს ამ პროექტს. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ კიდევ ერთხელ და დავრწმუნდით იმაში, თუ რას მოიცავს ეს პროექტი. სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაციას არასდროს ჰქონდა მიწოდებული არც ბავშვებისთვის, არც მშობლებისთვის და არც საზოგადოებისთვის, რას გულისხმობს ეს პროექტი.

ფეხბურთის ფედერაცია ყველას არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ზუგდიდში დაიგეგმა აკადემია, რომელიც საერთოდ არ არის ამ პროექტში გათვალისწინებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა დომეგიმ.

კონკრეტულად უეფას პროექტი მოიცავს ორ ასაკობრივ გუნდს, რომელიც წლებია უკვე თბილისში არსებობს და კონკრეტულად ამისთვის არის გამოყოფილი ეს კონკრეტული თანხები, ხოლო ზუგდიდის აკადემია, რომელიც ფილიალად იყო მოხსენიებული, საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ბატონი დომეგი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული და საერთოდ არ იცოდა, რა ფილიალზე იყო საუბარი.

ეს იყო პრობლემა, რომელიც დაიგეგმა კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტული ადამიანების ინტერესებისთვის.

პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იქნა მიწოდებული არასწორი ინფორმაცია.

ჩვენ, ბუნებრივია, შევასრულებთ და გავაკეთებთ იმას, რასაც კონკრეტულად მოიცავს ეს პროექტი. ჩვენ არანაირ აკადემიას არ ვშლით, პირიქით, ვაკეთებ იმ უეფას აკადემიას, რომლისთვის არის გამოყოფილი თანხები და რომელსაც ითვალისწინებს ეს პროექტი.
მკითხველის კომენტარები / 14 /
დომენტის მიომხრეები ნახე რა ამბავში არიან ესენი ალბათ ბედნიერები არიან რაც დომენტი აფხაზეთში გადავიდა და იქ .... ან რისი წარმატებული პრეზიდენტი იყო დომენტი სიჭინავა ალბათ ... თირე ფეხბურთში რაც გააკეთა აგერაა შედეგი.სიჭინავას რო ამდენი გამპრავებელი და მოტრფიალე ეყოლება ის ქვეყანა კიარა უთავმოყვარეო ბალაგანია.
qutaiseli
12:37 18-12-2015
0
ჭორაობა არაფერ შუაშია, ძველი დარღვევების შესახებ საზოგადოებისათვის სიმართლის თქმა ნაწილია იმ სტრატეგიისა რომელიც ქართულ ფეხბურთს უნდა დაეხმაროს, მიჩქმალული არაფერი უნდა დარჩეს, ყველაფერი სისუფთავიდან და გამჭვირვალეობიდან უნდა დაიწყოს!
კობიაშვილი ცუდს არაფერს აკეთებს ჯერ და ნუ ლანძღავთ წინასწარ, კაცი ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში იყო და სერიოზულად დაიწყო ინფრასტრუქტურების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მომდევნო წლიდან აიღებს სტარტს (თუ არ აიღებს კიდე ეგეც არ დაიმალება და ძვირის თქმა სულ მოესწრება).
irakli apkhaidze
12:08 18-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული