თავად ნავალოვსკიმ "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ვიტესი" დაინტერესებული იყო და იქვე დასძინა, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო ბევრი რამ უახლოეს პერიოდში გაირკვეოდა...
ახლა კი შევიტყვეთ, რომ ნავალოვსკის არნემულ კლუბში გადასვლა გამოირიცხა. ეს ამბავი თავად ფეხბურთელმა გაგვიმხილა.
ამ ყველაფრის ფონზე, მოულოდნელი ამბავი იყო, თითქოს, 28 წლის ფეხბურთელი კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებდა. მოულოდნელი იმიტომ, რომ ნავალოვსკი ყოველთვის ამბობდა, რომ ევროპაში სურდა წასვლა ან
"არა, ეს ტყუილია, "სამტრედიაში" ნამდვილად არ მივდივარ. სამწუხაროდ, "ვიტესის" ვარიანტიც გამოირიცხა. ველოდებოდი დალაპარაკებას, მაგრამ დრო გავიდა და ისევ საქართველოში ვარ. როგორც გავიგე, "ვიტესმა" უკვე შეაჩერა არჩევანი იაპონელ მოთამაშეზე. არ გამოვიდა ვარშავის "ლეგიას" ვარიანტიც", - ამბობს ნავალოვსკი.
ეროვნული ნაკრების მოთამაშემ სხვა შესაძლო ვარიანტიც გაგვიმხილა:
"ამ ყველაფრის მიუხედავად, აქ დამრჩენი აღარ ვარ და იმედია, ევროპაში მაინც წავალ. ახლა კონკრეტულად რაც შემომთავაზეს, პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდია.
აქ დარჩენას რუსეთის პირველ ლიგაში თამაშიც მირჩევნია, რადგან ვგრძნობ, რაც უფრო დიდხანს დავრჩები საქართველოში, ნაკრებში მოხვედრა მით უფრო გამიჭირდება. ჩემთვის კი უმთავრესი სწორედ ნაკრებში ღირსეული თამაშია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"