ეგაა, ამ საქმეში პოლიტიკოსების აქტიურობა საქმეს აშკარად ვნებს და სხვა კალაპოტში გადაჰყავს. თუმცა, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და "ოლიმპის" მეპატრონე მამუკა გუგეშაშვილის აქტიურობა და მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელთა ჩართულობა კარგია, ოღონდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, "ოლიმპის" გადარჩენა შეუძლებელი ჩანს.
ამის მიუხედავად, გუგეშაშვილი გაჩერებას არ აპირებს.
საერთოდ, "ოლიმპის" გარშემო კურიოზული ვითარებაა - საფეხბურთო სკოლას ტერიტორია 25-წლიანი იჯარით აქვთ აღებული, მაგრამ ის გაყიდ
აბსოლუტურად მართალია, მაგრამ "ოლიმპის" სკოლის არსებობაზე გაცემული საიჯარო ხელშეკრულება, იქ არსებული შენობა-ნაგებობები და მატერიალური ქონება დასაცავი არ არის? ერთის უფლება თუ დაცულია, საფეხბურთო სკოლის მესაკუთრის კანონიერ მოთხოვნებს დაცვა არ სჭირდება?!
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე - გადარჩება და თუ არ გადარჩება "ოლიმპი", თბილისის მერს შეუძლია გასცეს ან არ გასცეს მშენებლობის ნებართვა. ჩვენი პრობლემა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კარგად გაიგო და იმედია, ამას სხვებიც გაითავისებენ.
ფინანსურ დავაზე ჯერ თავს შეგნებულად ვიკავებ. არ მინდა, ყველაფერი ისე გაიგონ, თითქოს მე აქ ეს ინტერესი მაქვს. მთავარი - ბავშვები და ფეხბურთია.
თუ "ოლიმპის" ამ ტერიტორიის გადარჩენა მოხერხდება, პირობას ვიძლევი, გვერდზე გავიწევი და სკოლას სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას და ნებისმიერ იმ პირს გადავცემ, ვისაც ფეხბურთის გადარჩენის ინტერესი აქვს", - ამბობს გუგეშაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივს მეტი უფლება აქვს ვიდრე "სტუმარს".
ტოლერანტობას სწორად თუ არ გავიგებთ მუდმივად წაგებული დავრჩებით!!!!