სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა.

მისი თქმით, მოედანი დიდ დიღომში მდებარეობს და კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია.

"ჩვენი ინიციატივით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა თბილისის მერთან, გამგეობასთან, სკოლის მწვრთნელებთან და გამოინახა ალტერნატიული ფართი, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს. აღნიშნულ მოედანზე ბავშვები გარკვეული საათების განმავლობაში ივარჯიშებენ. იჯარას ჩვენ დავფარავთ", - განაცხადა კობიაშვილმა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
დროებითია ეგ თემა,დააცხრეს ვითომ? და რომ დაინგრა ,შერჩათ
zaza
14 იანვარი 2016 10:50
0
ამათმაც რა ქნან.საბურთალოზე და ვაკეში ფიზიკურად აღარაა ადგილი.ყველგან გაყიდულია და სახლები შენდება.ამათმაც წაართვან კერძო საკუთრება ინვესტორს და გააგდონ რასაც ნაცები აკეთებდნენ?
gg
13 იანვარი 2016 22:15
0
მთელი ცხოვრება ფედერაციამ უნდა იხადოს იჯარის თანხა თუ მოგვიანებით ისევ ჰაერში გამოკიდებენ ოლიმპს?
georgiano
13 იანვარი 2016 17:41
0
ეს გამოსავალია? არაფერი არ გამოუვა ახალ პრეზიდენტს(როგორც ჩანს)და ალბათ ფულის კეთებაზე გადავა მხოლოდ(როგორც წინა)
vaxvax
13 იანვარი 2016 17:13
0
რა მაიმუნობაა... ჯიქიაზე აშენებული დაანგრიეთ და ალტერნატივა დიღომში? ბარემ თბილისის ზღვაზე გაუშვით, ბევრი მინდორია ჯერჯერობით თავისუფალი.
გარკვეულ საათებში ივარჯიშებენ... ბევრმა ვარჯიშმა წელი რო არ ატკინოთ?
გიორგი
13 იანვარი 2016 16:57
0
ანუ ბავშვმა, რომელიც ჯიქიაზე ცხოვრობს, 10 წუთის სიარულის ნაცვლად უნდა დაჯდეს ავტობუსზე, იაროს ერთი საათი, რომ სტადიონამდე მიაღწიოს? მარაზმად არ გეჩვენებათ?
Lasha
13 იანვარი 2016 16:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული