მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს

AutoSharing Option
მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი და 1985 წლის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახლავთ. 1990 წლის პირველი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი იმავე წელს, 27 მაისს გამართული საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა ისტორიული მატჩის მონაწილეცაა...

კარიერის დასრულების შემდეგ ფანცულაიამ მწვრთნელობა დაიწყო და 11 წლის განმავლობაში საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მუშაობდა. მაგრამ ახლა მწვრთნელობას შეეშვა.

"ოლიმპში" მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ. რომ იცოდეთ, სკოლაში ზუსტი სტატისტიკა გვქონდა - სულ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში ჩვენთან ნავარჯიშებმა 78-მა ფეხბურთელმა ით
ამაშა.

ამ სკოლაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ამ საქმეს წლებია ვაკეთებდი, იყო ათასგვარი დაპირებები. მაგრამ ბოლო წლებში იქაურობა გავერანდა, პირობები არ გვქონდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მწვრთნელობას თავი დავანებე - ამ გაჭირვებასა და მძიმე პირობებში მუშაობა აღარ შემეძლო. ეს თავის მოტყუება იქნებოდა და წამოვედი.

არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ მწვრთნელობას აღარ დავუბრუნდები. ასეთ დღეში ბევრი სკოლაა და უნდა მიეხედოს. სხვაგვარად, საყვარელ საქმეს ჩემსავით ბევრი მწვრთნელი შეეშვება", - ამბობს ფანცულაია.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ქართული ფეხბურთის კრიზისის მიზეზი მხოლოდ ფინანსური პრობლემები არ არის:

"ახლა ყველა ამბობს, რომ უფულობამ დაგვაქცია. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ინფრასტრუქტურის განადგურებაცაა. შესაძლოა, ჩვენს დროს ბევრი კეთილმოწყობილი სტადიონი არ იყო, მაგრამ, სადაც არ უნდა გაგეხედა, ფეხბურთს ყველგან ითამაშებდი, საფეხბურთო სკოლა და მინი-მოედნები ყველა უბანში იყო.

საშინელება მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო სკოლების განადგურება დაიწყეს: პირველად ვაკეში სტუდქალაქის სტადიონს მიადგნენ და იქ სახლები წამოჭიმეს. მერე კი ერთდროულად რამდენიმე ტრადიციული საფეხბურთო სკოლა დაშალეს: ოქროსუბანში ძველი 35-ე სკოლა, ისანში - "შევარდენი", "ზეემკაზე" - "მარაკანა", ავჭალაში - "სინათლე", დიღომში - "ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზა, უფუნქციოდ დარჩა ტრიკოტაჟის ფაბრიკის მოედანი ნაძალადევში...

ფეხბურთის "მკვლელობა" კი დიდუბეში "ნორჩი დინამოელის" წართმევით დაასრულეს.

ამ ყველაფერს ემატებოდა ეზოებში პატარა სტადიონების მასობრივი აღება. ამის შედეგები მხოლოდ ახლა გამოჩნდა და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა კლასი დაკარგეს. იმიტომ, რომ ეზოში ბავშვებს მოედნები აღარ აქვთ, ტექნიკას კი სწორედ იქ თამაშებით აუმჯობესებენ.

ეს არის დიდი ტრაგედია, რომ საბჭოეთში ყველაზე ტექნიკური მოთამაშეების გამზრდელ ქვეყანაში ფინტები თითქმის დაავიწყდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Vეთანხმები ამ კაცს ,მართლაც ცოტა ხანში მარტო დინამოს აკადემია და საბურთალო დარჩება.იქ კიდე იმდენი ბავშვი ჰყავთ რომ ფიზიკურად ვერ ათამაშებენ მაგდენს და ამიტომაც უზით სკაMზე ,არადა თუ კი სადმე ყურს მოკრავენ კაი ბავშვი თამაშობს სხვა რონელიმე გუნდშიო ეგრევე ეცემიან და მიჰყავთ,მაგრამ რისთვის იმისთვის რომ ის გუნდი დაასუსტონ და კონკურენცია მოკლან,მერე კი ამ ბავშვს სკამზე დასვამენ და გააფუჭებენ.კობიაშვილმა ეს ამბავი ალბათ კარგად იცის და იმედია მიხედავს.რეგიონების გუნდები საერთოდ ვერ უწევენ კონკურენციას თბილისის გუნდებს,ასევე ძველი სკოლები "ავაზა"; ნ.დინამო;35სკოლა-ც ძალიან დაბალ დონეზე არიან იმიტომ რომ გადასახადი გაზარდეს ,არ ჰყავთ კვალიფიციური მწვრთნელები და ინფრასტრუქტურა მონგრეულია ,თან ბავშვებს დინამო და საბურთალო ართმევს და მერე ვიღებთ ელიტლიგას სადაც 8-0 ებს იგებს ეს ორი გუნდი და ბავშვებიც ვეღარ ვითარდებიან.სად არის კალაძე ან თუნდაც კობი ,რატომ არ ეხმარებიან ბავშვთა ფეხბურთს?ფულის მეტი რა აქვთ და კეთილი საქმე რო გააკეთონ რა მოხდება?!ბევრი ვილაპარაკე მაგრამ კიდე უამრავს ვიტყოდი ისე ვარ გამწარებული ფეხბურთის ამ მდგომარეობით ,მაგრამ რად გინდა" ღაღადებდე უდაბნოსა შიგა";"ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის" !!!
zviad
10:08 18-01-2016
0
ფეხბურთში ფული კობიმ კიარა გაქსუებულმა ბანკირებმა და ფულის მეშოკებად ქცეულმა ვითომ ბიზნესმენებმა უნდა ჩადონ ყოველდღე რო ყვლიფავენ ქვეყანას მაგრამ ზოგიერთს არც ამის გაგონება სურს და არც ამის დანახვა ფულის მეტი რა გაქვთ ხალხო რამდენი მილიონერი ბრძანდებით რამდენს გაქვთ 400 და 500მილიონი დაპაჭკული ძალიან ბევრს და კეთილი ინებეთ ბიძია და დააფინანსეთ ეს სპორტის სახეობა თუარადა ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ვაი ბიზნესმენმა და ფულის მეშოკმა უნდა მოეშვას ინტრიგანობას და ბოდიშიდა გოთვერნობას რა. ხო აფინანსებს ბიძინა რაგბს ხოდა შე მამაცხონებულო ამხელა ბანკები რო გაქ და ბენზინგასამართი სადგურები მამასისხლად რო ყიდი ერთს და ასესხებ მეორეს თანხას ადექი და ჩადე სპორტში მარტო ჩოხოსნებში რო გამოიჯგიმებიან და ესავარ და ისავარო არ კმარა ბაბა.რა მანდამაინც მიშასავით უნდა აგახიოს სახელმწიფომ ფული და გაიძულოს კეთილი საქმე აკეთო.ეგარი სიმართლე და ვისაც სიმართლე არ მოწონს იმას კიდე ოთხი ვარსკვლავი ჩემგან.
quTaiseli
10:51 18-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული