სახელმწიფო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მლნ ლარს გამოჰყოფს

AutoSharing Option
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოჰყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა და აღნიშნული თანხის გამოყოფას სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ამ ხუთწლიანი პერიოდის ათვლა მიმდინარე წლიდანვე დაიწყება.

"დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიიღებს სარგებელს. ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე, კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამართავს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
265 მილიონი 5 წელიწადზე არა საკმარისია.წელიწადში რომ გამოყონ 265
მაშინ მართლა შეიძლებოდა ფიქრი ფეხბურთის განვითარებაზე.თუ არ ვცდები
რეალმ ბეილში 100მილიონი გადაიხადა.ხოლო მისი ორი ფეხბურთელი
265 მილიონ ლარს დიდად აჭარბებს.
თენგიზ გაგუა
04 თებერვალი 2016 21:24
0
მოუსმინეთ ვინმემ ხეჩიკაშვილის ბრიფინგს? პრიორიტეტებზე თუ თქვა რამე?
irakli Apkhaidze
04 თებერვალი 2016 20:23
0
გულშემატკივარი,,,ჩემი ძმაა ,ხომიცი ენას ძვალი არააქვს და რასაც უნდა იმას იტყვიან და ამ კრიტიკოსების გამო ფეხბურთის განვითარების გეგმას არავინ შეაჩერებს,მე მჯერა რომ ეს გეგმა გაამართლებს და სხვამ რაცუნდა ის დაწეროს...
Nukri
04 თებერვალი 2016 18:34
0
პუტინი და ერდოღანი რო დაცხებენ მერე ნახეთ სიტუაციის დაძაბვა გაეროს სამიტზე
soso
04 თებერვალი 2016 18:31
0
რა ტყულად აპირებენ ამდენი ფულის ჩაყრას...იქ სადაც ფეხბურთი არ არის განვითარებული..საქმეს იწყებენ ფესვებიდან..საბავშვო სკოლებიდან..ამის ნახევარი რომ ჩადონ ბავშვთა ფეხბურტში და თან კარგი უცხოეი სპეციალისტები მოიწვიონ..უკვე 10 წელიწადში გარკვეული წინსვლა გვექნება...ნახევარით კიდევ დაფინსდეს ჩემპიონეტი..არცაა საჭირო ამდენი გუნდები..დდაიკვანონ ნახევარზე..ამდენი ფეხბურთელ გვყავს ვითომ...ყველას ხომ არ ქვია ფეხბურთელი ვინც ბურთს გააგორებს...კარგი ძლიერი ნერგი დავრგოთ და დავეხმაროთ ყველამ გაზრდაში...სხვანაირად გამორიცხული რაიმე მნიშვნელოვანი მოხდეს ქართულლ ფეხბურტში
bujanga
04 თებერვალი 2016 18:25
0
დდ მაგარი ანეკდოტი ქვეყანავართ რა ფული მიეცით ფეხბურთსო გაყრუებული იყო მთელი სოც ქსელები ეხლა კიდე ჯობია ქარხანა ავაშენოთო ხოდა მეც გეთანხმებით ამის დამწერებს თქვენ ფეხბურთი დააფინანსედ და ამ ფულით ქარხნები ავაშენოთ.
qutaiseli
04 თებერვალი 2016 17:59
0
ძმობილო უცნაური და სასაცილონი კი არა ვართ,უბრალოდ დავიღალეთ 30წელი სვარკის ყურებით!
გულშემატკივარი-s
04 თებერვალი 2016 17:46
0
საქარტველოს პირობებში ეს მარტლაც კარგი დაფინანსებაა, რადგან ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, დიდ თანხას იღებს ფიფა-სგან და სხვა შემოსავლებიც აქვს. თუ ამ ფინანსებს მართლა სწორად გამოიყენებენ, კარგი სედეგის მიღწევაა შესაძლებელი, თუმცა მაინც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი გაიფლანგება და "შეიჭმება".
გასაკვირია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებული კალათბურტი ფეხბურთზე 10-ჯერ ნაკლებად რატომ ფინანსდება, მით უმეტეს, რომ ფიბა არ არის მდიდარი ორგანიზაცია და საქართველოს საკალათბურთო ფედერაციას დაფინანსებით ვერ ეხმარება.
.
04 თებერვალი 2016 17:16
0
ვაი თქვენს პატრონს, რას გვაბოლებთ, წელიწადი მეგონა და თურმე 5 წელი ყოფილა, მაიტა მეტი გამაუშვით რა ტქვენზე ნაკლებად ვთამასობ თუ რაა?
koolaa
04 თებერვალი 2016 17:13
0
მაგარი უცნაური ხალხი ვართ რა....
ახლა რომ ადგეს მთავრობა და თქვას არ გვინდა ეს ფეხბურთი და ქარხანა ავაშენოთო მაინც დავიწყებთ რაღაც საამქროს ააშენებენ და დანარჩენს ჯიბეში ჩაიდებენო. მერე ავდგებით და დავიწყებთ ისევ გინებას თუ რატომ არ გვაქვს ფეხბურთში წარმატება და რომ სახელმწიფო ფეხბურთს არ ეხმარება და ა.შ.
:)))))))))))))))))
მაგარი სასაცილო ხალხი ვართ
გულშემატკივარი
04 თებერვალი 2016 17:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული