სახელმწიფო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მლნ ლარს გამოჰყოფს

AutoSharing Option
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოჰყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა და აღნიშნული თანხის გამოყოფას სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ამ ხუთწლიანი პერიოდის ათვლა მიმდინარე წლიდანვე დაიწყება.

"დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიიღებს სარგებელს. ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე, კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამართავს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
რამდენიც არ უნდა ვწეროთ გეგმები,თუ შედეგი არ დადო ნაკრებმა,მაშინ ვწეროთ და ვიკითხოთ და მერე პარტიას ჩავაბაროთ ,,ატჩიოტი,,(((თუ არ გვინდა სწავლა ,რაშიც ჩამოვრჩებით,აზრზე არ ვართ,მაშინ რა აზრი აქვს გეგმას?უბრალოდ ბიუჯეტს ავითვისებთ?ქართლი გუნდები,ფეხბურთელები 60წუთს თამაშობენ,არც ტექნიკით,გამჭრიახობით ვბრწყინავთ(((უნდა ვისწავლოთ აუცილებლად ფიზიკური მონაცემების,მობილურობის გაუმჯობესება,სისწრაფეების მომატება,თორემ ვწეროთ ეს გეგმები..აზრი?თუ შედეგი არ დავდეთ საფეხბურთო მოედანზე?(((
ზაზა
04 თებერვალი 2016 16:59
0
5 წელი თუ ეყოფათ ხელფასებზე ეს ფული? განათლებას მიხედონ ჯობია ფეხბურთი უკვე სხვა პლანეტაზე მსოფლიოში. საქართველო 20 საუკუნის დასა წყიშია ფეხბურთის მხრივ.
jorj
04 თებერვალი 2016 16:48
0
ამ უაზრო პიარებს როდის უნდა მორჩეთ??კარგით რაა,ამდენს 5 წელიწადში წინა მთავრობაც აძლევდა,მაგრამ როგორ განვითარდა და რა განვითარდა კი ვხედავთ,არაა საკმარისი ბატონებო ეს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის,მით უმეტეს 5 წლის მანძილზე,100 მილიონი დოლარია ეგ თანხა,სამი ნორმალური ფეხბურთელის ფასი
dato
04 თებერვალი 2016 16:38
0
265 მილიონ ლარად მინიმუმ ორ სერიოზულ ქარხანას ან ფაბრიკას ააშენებთ და დაასაქმეთ იქ ეგ მუქთახორა ე.წ ფეხბურთელები!ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს მაინც გააკეთებენ!ფეხბურთი დაივიწყეთ,ვწუხვარ რომ სამუდამოდ!
სტადიონებზე სიმინდი დათესეთ ჰიბრიდული!
04 თებერვალი 2016 16:37
0
265 მლნ ხუთ წელიწადში?ე.ი.წელიწადში –53მლნ.პრაქტიკულად იგივე თანხა რაც იხარჯებოდა(((აბა ასეული მილიონის ჩადებას აპირებდა და არ მისცეს უფლებაო?(((
ზაზა
04 თებერვალი 2016 16:31
0
ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა წარმატებას ვუსურვებ ამ პროგრამის განხორციელებას შეიძლება ითქვას ქართული საკლუბო ფეხბურთის ასტეროიუდული უკ უსვლის დასასრული დაიწყოს.(აგარ გავაგრძელებ დაწვრილ მანებას უნდა მოიძებნოს თითოეულ კლუბში ძლიერი მენეჯერები თორემ ეს პროგრამაც ისეთივედ დარჩება როგორც დგევანელამდე გვესმოდა საფეხბურთო ფედერაციის სათავეებიდან.
baggio
04 თებერვალი 2016 16:30
0
კახაც მოიშორეს წავიდა ჭამა
afsus
04 თებერვალი 2016 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული