მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში

AutoSharing Option
sports.ru-მ დენის რომანცოვის ბლოგი განათავსა, რომელშიც ავტორი შეეცადა, საბჭოთა კავშირის ყველა დროის 11 საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინა.

სასიხარულოა, რომ სიაში ერთი ქართველი მოხვდა - მურთაზ ხურცილავა.

"პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახდა. ნაკრები ევრო 1968-ის ნახევარფინალში უნგრელების დამარცხების შემდეგ გავიდა (3:0 და 0:2). ერთ-ერთი გოლი მოგებულ მატჩში ხურცილავას შეტევაში ჩართვას მოჰყვა.

დაცვაში თამაშის მიუხედავად, ხურცილავამ 22 გოლი გაიტანა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

იოჟეფ საბო იხსენებდა: "ხურცილავა უნიკალური მცველი იყო, პერსონალურად იდეალურად იყვანდა მეტოქეს. ინგლისში მან ბრწყინვალედ
ითამაშა სანდრო მაცოლას წინააღმდეგ. ხანდახან მწვრთნელი უხსნიდა მურთაზს, რა უნდა ექნა, ის კი პასუხობდა - არ გინდა, ჭირიმე, შენ მარტო ნომერი მითხარი".

1972 წელს ხურცილავა ნაკრებთან ერთად, ფინალში გავიდა, სადაც გფრ-სთან 0:3 დამარცხდა. ხურცილავა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ფრანც ბეკენბაუერთან, პაულ ბრაიტნერთან, რევაზ ძოძუაშვილთან და სხვებთან ერთად.

იმავე წელს ხურცილავამ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა მიუნხენში, მან მე-3 ადგილისთვის მატჩში გოლიც კი გაიტანა", - ვკითხულობთ ბლოგზე.

ავტორი ყოველ პოზიციაზე ალტერნატიულ კანდიდატურას ასახელებს, ხურცილავას ალტერნატივა ალექსანდრე ჩივაძეა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს:

ლევ იაშინი - ალბერტ შესტერნოვი, მურთაზ ხურცილავა, ანატოლი დემიანენკო - ვალერი ვორონინი, იგორ ნეტო, ფედორ ჩერენკოვი, იგორ ჩისლენკო - ედუარდ სტრელცოვი, ოლეგ ბლოხინი, ვსევოლოდ ბობროვი.
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი
მკითხველის კომენტარები / 19 /
"ლუკა"ს
არ მჭირდება მე ვიღაცის დაწერილი და თუნდაც შენი წაკითხული ისტორია!ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ სსრკ-ს ნაკრებში გინდა შენ თუ არა ასეა ეს!! და მეორეც მეგობრები მყავს რუსები და არანაირი "მედია სივრცე" არ მჭირდება ხელშეწყობისთვის....
leri
02:07 25-02-2016
0
ლერი,
ისეთი სიყვარული არ მოგაკლდეთ შენ და შენს თანამოაზრეებს რომელიც რუსებს ყოველთვის ქონდათ ქართველებისადმი. საბჭოთა კავშირის ისტორიას რუსები წერდნენ, და არა ქართველები. 1921 წლის თებერვალი რუსებს რომ კითხო არ მომხდარა, არც 2008 წლის აგვისტო, მიდი კვერი უკარი და დაეთანხმე იმ ისტორიას რასაც რუსები გვთავაზობენ. მიდი, უსმინე რუსების პროპაგანდას და დაიჯერე ზღაპრები რუსების და ქართველების ძმობის შესახებ. სპორტი, მითუმეტეს ფეხბურთი, ყოველთვის იყო ქართული თვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის ოცნების გამოხატვის საშუალება. რუსების დიდი მცდელობის და წინააღმდეგობის მიუხედავათ ქართული ნიჭი და გენია მაინც პოულობდა ასპარეზს.
ლუკა
14:50 24-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული