მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში

AutoSharing Option
sports.ru-მ დენის რომანცოვის ბლოგი განათავსა, რომელშიც ავტორი შეეცადა, საბჭოთა კავშირის ყველა დროის 11 საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინა.

სასიხარულოა, რომ სიაში ერთი ქართველი მოხვდა - მურთაზ ხურცილავა.

"პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახდა. ნაკრები ევრო 1968-ის ნახევარფინალში უნგრელების დამარცხების შემდეგ გავიდა (3:0 და 0:2). ერთ-ერთი გოლი მოგებულ მატჩში ხურცილავას შეტევაში ჩართვას მოჰყვა.

დაცვაში თამაშის მიუხედავად, ხურცილავამ 22 გოლი გაიტანა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

იოჟეფ საბო იხსენებდა: "ხურცილავა უნიკალური მცველი იყო, პერსონალურად იდეალურად იყვანდა მეტოქეს. ინგლისში მან ბრწყინვალედ
ითამაშა სანდრო მაცოლას წინააღმდეგ. ხანდახან მწვრთნელი უხსნიდა მურთაზს, რა უნდა ექნა, ის კი პასუხობდა - არ გინდა, ჭირიმე, შენ მარტო ნომერი მითხარი".

1972 წელს ხურცილავა ნაკრებთან ერთად, ფინალში გავიდა, სადაც გფრ-სთან 0:3 დამარცხდა. ხურცილავა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ფრანც ბეკენბაუერთან, პაულ ბრაიტნერთან, რევაზ ძოძუაშვილთან და სხვებთან ერთად.

იმავე წელს ხურცილავამ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა მიუნხენში, მან მე-3 ადგილისთვის მატჩში გოლიც კი გაიტანა", - ვკითხულობთ ბლოგზე.

ავტორი ყოველ პოზიციაზე ალტერნატიულ კანდიდატურას ასახელებს, ხურცილავას ალტერნატივა ალექსანდრე ჩივაძეა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს:

ლევ იაშინი - ალბერტ შესტერნოვი, მურთაზ ხურცილავა, ანატოლი დემიანენკო - ვალერი ვორონინი, იგორ ნეტო, ფედორ ჩერენკოვი, იგორ ჩისლენკო - ედუარდ სტრელცოვი, ოლეგ ბლოხინი, ვსევოლოდ ბობროვი.
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი
მკითხველის კომენტარები / 19 /
"ლუკა"ს
არ მჭირდება მე ვიღაცის დაწერილი და თუნდაც შენი წაკითხული ისტორია!ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ სსრკ-ს ნაკრებში გინდა შენ თუ არა ასეა ეს!! და მეორეც მეგობრები მყავს რუსები და არანაირი "მედია სივრცე" არ მჭირდება ხელშეწყობისთვის....
leri
25 თებერვალი 2016 02:07
0
ლერი,
ისეთი სიყვარული არ მოგაკლდეთ შენ და შენს თანამოაზრეებს რომელიც რუსებს ყოველთვის ქონდათ ქართველებისადმი. საბჭოთა კავშირის ისტორიას რუსები წერდნენ, და არა ქართველები. 1921 წლის თებერვალი რუსებს რომ კითხო არ მომხდარა, არც 2008 წლის აგვისტო, მიდი კვერი უკარი და დაეთანხმე იმ ისტორიას რასაც რუსები გვთავაზობენ. მიდი, უსმინე რუსების პროპაგანდას და დაიჯერე ზღაპრები რუსების და ქართველების ძმობის შესახებ. სპორტი, მითუმეტეს ფეხბურთი, ყოველთვის იყო ქართული თვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის ოცნების გამოხატვის საშუალება. რუსების დიდი მცდელობის და წინააღმდეგობის მიუხედავათ ქართული ნიჭი და გენია მაინც პოულობდა ასპარეზს.
ლუკა
24 თებერვალი 2016 14:50
0
ბიჭო ყველგან პოლიტიკოსები და პატრიოტები როგორ აკომენტარებენ! ეს სპორტული გვერდია და პოლიტიკაზე სხვაგან აკომენტარეთ! "ლუკა" და "ნოდარი" რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ისტორიას ვერ შეცვლით და სიძულვილი და ზიზღი კარგს არაფერს მოგიტანთ ....
leri
24 თებერვალი 2016 13:37
0
ვეთანხმები ლუკას, ყველაფერი ისე კეთდება რომ ბნელ ქართველებმა დაინახონ როგორი წარმატებულები ვიყავით ერთიან ძმურ კავშირში! ბოლო მაგალითად გამოდგება ერთი ჩვენი თანამემამულის მოსკოვში მიწვევა და იქ რუსებთან ერთად ხავილი, ვითომ არაფერია მაგრამ თუ ასე უყვარდათ ქართველი ფეხბურთელები და ასე ამოსდიოდათ მზე და მთვარე აგვიხსნან რატომ არ გაუშვეს მიხეილ მესხი მსოფლიო სიმბოლურ ნაკრებში, ვითომ ტრამვირებულიაო და რატომ გაიგო თვით ფეხბურთელმა მიწვევა რომ ქონდა თამაშის შემდეგ? თუ დაგვავიწყდა როგორ ბრალდებოდა საბჭოთა ნაკრების წაგებები ქართველ ფეხბურთელებს? ვისაც არ გახსოვთ წაიკითხეთ გურამ ფანჯიკიძის ევრიკა აღმოხდა დიდ არქიმედეს, და ა.შ. ეს მხოლოდ ეპიზოდებია,
ნოდარი
24 თებერვალი 2016 13:13
0
რუსული პროპაგანდის მანქანა სრული სიმძლავრით მუშაობს. ქართულ ინტერნეტ მედია სივრცეში სულ უფრო ხშირდება თემები საბჭოთა წარსულზე და ქართველების როლზე ამ წარსულში, სტატიები და ვიდეობი მრავლდება ქართველებზე რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ქართველები რომლებიც რუსულ კონკურსებში მონაწილეობენ თურმე სულ უფრო ხშირად "აღაფრთოვანებენ" რუსებს. დიადი რუსეთის იმპერიის საბჭოთა ეპოქაში თურმე ქართველებს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით და რუსები "მადლიერებით" იხსენებენ და მისტირიან იმ დროს; დროს როცა ქართველები და რუსები "მეგობრები" ვიყავით. თითქოს უწყინარი სტატიებია მაგრამ ასეთი ირიბი და მეთოდური პროპაგანდა აშკარად არის ხელშეწყობილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქართული მედიის მიერ და ემსახურება ქართველებში რუსეთის სიყვარულის დათესვას.
ლუკა
24 თებერვალი 2016 12:25
0
sabonis
მეც ეგ გამიკვირდა, გავრილოვი რომ ვერ ვნახე თერთმეტეულში... :D :D

მესხი გახსოვთ, რუსებო?!
ტეხავს!
ლევანი
24 თებერვალი 2016 11:17
0
ჩერენკოვს რა უნდა აქ? კაი ბატონო ყიფიანი თავიდან მოიძულეს მარა, ამ ადგილზე უკრაინელებს ყავდათ შესანიშნავი ფეხბურთელები, ბურიაკი, ზავაროვი, მიხაილიჩენკო მარა მე ის უფრო მიკვირს გავრილოვი, როგორ გამოტოვეს.DDD
sabonis
24 თებერვალი 2016 10:57
0
ბობროვზე ვერ დავეთანხმები რომას!ის ერთნაირად თამაშობდა როგორც ჰოკეის ისე ფეხბურთს.ასეთი სპორტსმენი არ ყოფილა მსოფლიოში!ხოლო მესხზე წინ ჩისლენკოს რომ დააყენებს კაცი ,რა დონის უვიცი უნდა იყოს.ამას თვითონ რუსებიც იტყოდნენ
დავით 67
23 თებერვალი 2016 23:10
0
აბა რუსი რის რუსია კვანტი თუ არ დაგიდო,ჯერ ერთი რომანცოვი ვინ სიკვდილია,სრულიად არაკომპენტენტური,მეორეც ჩერენკოვის,დემიანენკოს და ბობროვის ყოფნა ცოტა ღიმილის მომგრელია,ასევე ივნოვიც უნდა იყვეს და რამდენიმე ქართველიც.
ROMA
23 თებერვალი 2016 20:59
0
ეს ერთი, ნაკლებად ცნობილი კაცის ვარიანტია. სხვა სიებში ხურცილავაც მინახია და ბევრჯერ ყიფიანი, ჩივაძე, მესხი, მეტრეველი... ერთად ერთი იაშინია ყველგან უცვლელი და ალბათ სამართლიანადაც, რადგან მსოფლიოს ყველა დროის ნაკრებშიც ესეა.
tngh
23 თებერვალი 2016 19:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული