"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"

AutoSharing Option
უეფაში გაწევრიანებამდე, კოსოვო არაღიარებულ წარმონაქმნთა მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. მისი ლიდერები ჯერ კიდევ 2003 წელს იქადნებოდნენ, რომ კოსოვო ფიფასა და უეფას წევრი გახდებოდა, თუმცა მაშინ ამის არავის სჯეროდა.

აფხაზეთი და, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებენ. რუსები კი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ შექმნილი სეპარატისტული რეგიონებისთვისაც იმავე სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლონ.

ამ თემაზე საინტერესო კომენტარები ვრცელდება. ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ფეხბურთის ფედერაციას ურჩევს:

"რაც არ უნდა პარადოქსული იყოს,
კენჭისყრის დროს თავი ბოსნიის ფედერაციამაც შეიკავა და ერთ დროს დანასისხლად გადამტერებულ სერბეთს არ დაუპირისპირდა. სერბები კი უეფას მე-5 მუხლის დარღვევაზე საუბრობენ, რაც სრული სიმართლეა და ამას ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში დაუპირისპირდებიან. ფიქრობენ, რომ არბიტრაჟში უეფა პირწმინდად დამარცხდება, თუ საქმეში კვლავ დიდი პოლიტიკა არ ჩაერია...

ახლა მთავარია, ამ ბრძოლაში ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. არადა, კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის. რუსეთი და სერბეთი მეგობარი ქვეყნებია და არავინ იცის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რას მოიმოქმედებს.

კარაჯიჩმა სწორი აქცენტი გააკეთა იმ ქვეყნების მისამართით, რომელთაც სეპარატიზმი აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, არაფერს გვარგებს იმის ლოდინი, თუ რას გადაწყვეტენ ლოზანაში.

სფფ-ს დაუდგა მომენტი, რითიც შეუძლია, ევროპულ ფეხბურთში თავისი როლი გაზარდოს. შესაძლოა, მხარეებს შორის არბიტრაჟში დავა წელიწადს მაინც გაგრძელდეს. საქართველოს სრული უფლება აქვს, და ამას უეფასა და ფიფას წესდებებიც ვერ აუკრძალავს, აღიარების წინააღმდეგ წასულ 24 ქვეყანას საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და საერთო პოზიციის შემუშავება შესთავაზოს - რომ უარობენ კოსოვოსთან სანაკრებო და საკლუბო დონეზე თამაშს, ხოლო კოსოვოს პასპორტის მქონე მოთამაშეებს საკუთარ ჩემპიონატებში გამოსვლას უკრძალავენ.

სფფ-მ უმარტივესი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს. უეფას დებულება ერთხელ თუ დაირღვა, ეს შეიძლება მომავალშიც მოხდეს - ერთი უკანონობა მეორეს წარმოშობს და არავინ იცის, ხვალ რა მოხდება", - ამბობს კვიციანი და ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს სფფ ამ რჩევას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერაფერი გავიგე
0
რა ვერ გაიგე? ის, რომ ხვალ შეიძლება ჩვენთან ჯგუფში თუარა სხვა ჟგუფში აფხაზეთის ან ოსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშოს? კაცი გასაგებად თქვა ერთხელ თუ დაირღვა დებულება უეფას რა ჯანდაბა შეუშლით ხელს მეორად, მესამედ და ა.შ. ბევრჯერ დაარღვიონ და მიიღონ მათ რიგებში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გუნდები.
ფედერაციამ არ უნდა დაუშვას ეს პრეცენდენტი ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგი უნდა დარჩეს ბოლომდე და სხვას ვნახავთ რა მოხდება
nik-s
13:57 07-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული