აზიზოვმა, რომელიც სოხუმში მიმდინარე არაღიარებულ სახელმწიფოთა მსოფლიოს ჩემპიონატს (ConIFA-ს) ესწრება, განაცხადა, რომ დე ფაქტო აფხაზეთი ფიფას წევრობას იმსახურებს, რადგან "საკუთარი მიწა, მთავრობა და ენა აქვს და რაც მთავარია, აქ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ".
"ფიფასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მისი წარმომადგენლები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ წინააღმდეგნი არიან აფხაზეთში ამ ჩემპიონატის ჩატარების.
რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი თამაშებზე არიან დარეგისტრირებულნი აგენტებად, მაგრამ ფიფას ოფიციალური
ჩვენი მხრივ, ფიფას დავუკავშირდით და ამ ადამიანის განცხადებაზე რეაგირების მოხდენა მოვითხოვეთ", - ციტირებს მუჯირს ekhokavkaza.com-ი.