ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოს სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
დუდელანჟი (ლუქსენბურგი), ჟალგირისი (ლიტვა), ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი), ოლიმპია ლიუბლიანა (სლოვენია), ვარდარი (მაკედონია), ნორჩოპინგი (შვედეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), კრუსეიდერსი (ჩრ. ირლანდია), ზრინსკი (ბოსნია და ჰერცოგოვინა), დანდლოკი (ირლანდია), მლადოსტ პოდგორიცა (მონტენეგრო), სეიაოენი (ფინეთი), პარტიზან ტირანა (ალბანეთი), ლიეპაია (ლატვია).
მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებს, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გამარჯვებული 4 კლუბი დაემატება. წილისყრა კი 20 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.