16:37 18-06-2016
დავით ყიფიანი - 65. დღეს თბილისის "დინამოს" ლეგენდარული "ათიანის" დაბადების დღეა [VIDEO]
AutoSharing Option
დავით ყიფიანმა თბილისის "დინამოში" 1971-1982 წლებში იასპარეზა. ჩატარებულ 351 შეხვედრაში მან 126- ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ-ის ჩემპიონი, "ბროლის თასის" ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში.
თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელის რანგში, დავით ყიფიანს მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. "დინამოს"
ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს ატარებს საქართველოს თასი.
დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ზოგიერთი კომენტატორის გასაგონად დავუმატებ, რომ გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნები იყვნენ. მათ გარდა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები იყვნენ მიხელ მესხი, სლავა მეტრეველი, ვოვა გუცაევი, რეზო ძოძუაშვილი, თენგიზ სულაქველიძე, კახი ასათიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია. ცალკე მინდა ვთქვა მანუჩარ მაჩაიძეზე. ამ კაცმა უმძიმესი პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ გადაატანინა თბილისის ”დინამოს” - საიმედობის ეტალონად გამოდგება...
ოდნავ მოვუსწარი ავთანდილ ღოღობერიძეს - კაცი 40 წელს იყო მიღწეული, მაგრამ მოედანზე ისევ ახერხებდა ამინდის შექმნას. ქართველების მიმართ არცთუ კარგად განწყობილი ვადიმ სინიავსკიც კი მას ”საბჭოთა ფეხბურთის სინდისს” უწოდებდა. მოედანზე არ მონახავს ბორის პაიჭაძე, მაგრამ ნიკოლაი ოზეროვისგან მსმენია, რომ მას ჟიუსტ ფონტენზე მაღლა აყენებდა... ასე რომ, ნამდვილად გვყავდა დიდი ფეხბურთელები...