დავით ყიფიანი - 65. დღეს თბილისის "დინამოს" ლეგენდარული "ათიანის" დაბადების დღეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს თბილისის "დინამოს" ლეგენდარული "ათიანის" – დავით ყიფიანის დაბადების დღეა.

დავით ყიფიანმა თბილისის "დინამოში" 1971-1982 წლებში იასპარეზა. ჩატარებულ 351 შეხვედრაში მან 126- ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ-ის ჩემპიონი, "ბროლის თასის" ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში.

თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელის რანგში, დავით ყიფიანს მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. "დინამოს"
ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს ატარებს საქართველოს თასი.

დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ტრაგიკულად
გარდაიცვალა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
დურუ ცდები ჩემო კარგო,თვითონ მსოფლიო დონის სპეციალისტებს აქვთ ნათქვამი რომ რასაც ყიფიანი თამაშობდა ეხლა თამაშობედნენ ზიდანი და ინიესტაო.ეგაა რომ არ გინახავს მისი თამაში თორემ დამრწმუნებოდი 100% გარანტიას გაძლევ)))
beretta
11:05 14-10-2016
0
მხოლოდ ”ლივერპულთან” განმეორებით თამაშს გავიხსენებ, უაღრესად რთული თამაში იყო. უაღრესად ძლიერ მეტოქესთან (ევროპის ჩემპიონთა თასის მოქმედ მფლობელთან). ჩემი პირადი შთაბეჭდილება იყო - არ ჩანდა თამაშის გამწვავების არანაირი გზა, ყველაფერი გადაკეტილი იყო... მაგრამ როგორც კი ბურთი მიაღწევდა ყიფიანამდე (საბედნიეროდ, ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა) იმწამსვე თამაში იხსნებოდა, დავითი ნახულობდა გამწვავების შესაძლებლობას. მაგ თამაშის შემდეგ ინგლისელთა მწვრთნელმა სრულად დაადასტურა ჩემი პირადი შთაბეჭდილება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ როგორც კი ბურთს ყიფიანი იღებდა, მას მაშინათვე ცივი ოფლი ასხამდა.
ზოგიერთი კომენტატორის გასაგონად დავუმატებ, რომ გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნები იყვნენ. მათ გარდა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები იყვნენ მიხელ მესხი, სლავა მეტრეველი, ვოვა გუცაევი, რეზო ძოძუაშვილი, თენგიზ სულაქველიძე, კახი ასათიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია. ცალკე მინდა ვთქვა მანუჩარ მაჩაიძეზე. ამ კაცმა უმძიმესი პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ გადაატანინა თბილისის ”დინამოს” - საიმედობის ეტალონად გამოდგება...
ოდნავ მოვუსწარი ავთანდილ ღოღობერიძეს - კაცი 40 წელს იყო მიღწეული, მაგრამ მოედანზე ისევ ახერხებდა ამინდის შექმნას. ქართველების მიმართ არცთუ კარგად განწყობილი ვადიმ სინიავსკიც კი მას ”საბჭოთა ფეხბურთის სინდისს” უწოდებდა. მოედანზე არ მონახავს ბორის პაიჭაძე, მაგრამ ნიკოლაი ოზეროვისგან მსმენია, რომ მას ჟიუსტ ფონტენზე მაღლა აყენებდა... ასე რომ, ნამდვილად გვყავდა დიდი ფეხბურთელები...
სიმართლის მოყვარული
01:59 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული