"გაბალას" მწვრთნელი: "სამტრედიაზე" არაფერი ვიცი, მაგრამ ფეხბურთის თამაში ყველა ქართულმა გუნდმა იცის

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიას" მეტოქე გუნდის, აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

"ამ მეტოქეზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მასზე ინფორმაციას არ ვფლობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთის თამაში ყველა ქართულ გუნდს შეუძლია. და ამას საინტერესოდ აკეთებენ, ფეხბურთელები კი კარგი ჰყავთ.

შარშანდელ სეზონშიც ქართულ კლუბთან დაპირისპირებით დავიწყეთ. იმის გათვალისწინებით, რომ "სამტრედიაზე" არაფერი ვიცი, ერთმანეთს ვერ შევადარებ. შევისწავლით მეტოქეს და მოვემზადებით", - თქვა რომან გრეგორჩუკმა, რომლის გუნდიც სეზონის განახლებისთვის თბილისში ემზადება.

შეგახსენებთ, რომ შარშან "გაბალამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო
ეტაპზე თბილისის "დინამოს" ორი მატჩის (1:2, 2:0) ჯამში აჯობა. ცოტა ხნის წინ ამ აზერბაიჯანულ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გადავიდა. მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ქართული გუნდების მეტოქეები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 8 /
უელსელები ნიჭიერი ხალხია,ერთ დროს ჩვენც გვყავდა პრემიერ ლიგაში მოთამაშე,საკმაო რაოდენობის ფეხბურთელები,ასევე მილანში და აიაქსში მოთამაშე ბიჭები,მაგრამ შედეგი 0-ი იყო,ნიჭს გამოყენება უნდა,ამ მხრივ უელს ბრავო,მაგრები არიან და თავისი ქვეყნის პატრიოტები.
roma
11:44 21-06-2016
0
მდაა.. კვეკვესკირი დაწინაურებულა?! ბაქოს ინტერიდან გაბალაში.. ეჰჰ
პ.ს. ისლანდიის (მოსახლეობა 300000 კაცი) ნაკრების 80% პრემიერ ლიგაში თამაშობს!
Uncle_Lio
09:22 21-06-2016
0

სიახლეები პოპულარული