"არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება"

AutoSharing Option
24 ივნისს, 16:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივან დავით მუჯირთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან და მეორე ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს

ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებისთვის პრემიები იქნება, თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა


ლევან კობიაშვილი: კლუბების წარმატება ევროთასებზე ძალიან გვჭირდება

სფფ-ის ხელმძღვანელებმა ეროვნულ ნაკრებზეც
ისაუბრეს და სლოვაკეთთან, რუმინეთსა და ესპანეთთან ახლახან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები შეაფასეს.

ლევან კობიაშვილი: "ორი წაგებული მატჩის მერე გუნდმა სწორი ანალიზი გააკეთა და ესპანეთი დაამარცხა. ერთობაა საჭირო. ხშირად მომყავს ხორვატიასთან თამაში მაგალითად - მაშინ ყველა ერთად დავდექით, ერთად მოვიგეთ და ეს შევძელით არამხოლოდ ნაკრებმა.

გასაგებია, რომ რუმინეთთან წაგების მერე კრიტიკა საჭიროა, სწორია და ვიღებთ მას, მაგრამ შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც საქმეს არ აკეთებს. არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება და ამას უმაღლეს შედეგად მიიჩნევს. წინ რთული გზა გველის და მარტო ვერ ვივლით, ერთად უნდა ვიაროთ ყველამ ერთად!

ვამბობთ, რომ არ ვართ დღეს იქ, სადაც გვსურს ყოფნა და სადაც უნდა ვიყოთ. გვაქვს გეგმები, რომელთა განხორციელება გვსურს უახლოეს წლებში და მისვლა სწორედ ამ მიზნამდე".

ალექსანდრე იაშვილი: "სამივე ამხანაგური მატჩი ძალიან მნისვნელოვანი იყო, რამეთუ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებთან ვითამაშეთ და მწვრთნელმა ბევრი რამ დაინახა.

ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვება მთელი საქართველოსთვის გასახარი ამბავი იყო, მაგრამ როგორც ვთქვით, კარგად ვიცით და კარგად ვაცნობიერებთ, თუ სად ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ პროგრესს, მაგრამ ამას სჭირდება დრო და დიდი შრომა".

დავით მუჯირი: "აქცენტი გავაკეთეთ ძლიერ მეტოქეებთან ამხანაგურ მატჩებზე. გვინდოდა, გუნდი უკეთეს პირობებში მომზადებულიყო შესარჩევისთვის.

იმ ორმატჩიანი ძლიერი დარტყმის შემდეგ, ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ ნაკრებმა შეძლო, შეიკრა და ესპანეთი დაამარცხა. ამ გუნდს შეუძლია ეს, შეუძლია გაანალიზება, ერთ მუშტად ყოფნა და ესაა მთავარი. ესპანეთის დამარცხება დამატებითი მოტივაციაა. პოზიტივზე უნდა ვფიქრობდეთ.

ერთს ვიტყვი: 10 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით დაპატიჟებული, მაგრამ აღმასკომი გვქონდა და არსად წავსულვართ. დამიჯერეთ, სერიოზულად ვუდგებით საქმეს და მთავარია, განწყობა შეიცვალოს".

კახა ჭუმბურიძე: "მსურს მადლობა გადავუხადო ნაკრების ფეხბურთელებს, რადგან ამ ყველაფერს თავდადება სჭირდებოდა. ეს გამარჯვება სჭირდებოდა მწვრთნელს და, ზოგადად, მთელ ნაკრებს.

როგორი იქნება მწვრთნელისა და ფეხბურთელთა ურთიერთობა, სანერვიულოა და მისახედია, მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო. ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მოიტანს წარმატებას. ბავშვები გაიზრდებიან, ჩემპიონატი დონეს აიმაღლებს და შედეგი აუცილებლად იქნება".
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამათ შეხედე ერთი:))))))) საერთოდ არაფრის თქმა არ უნდა, ფოტო მეტყველებს ყველაფერზე...ამათ უნდა მიეცეთ ბიუჯეტიდან ფული????ერთი წიგნი მაინც წაიკითხეთ ჯერ!!!
გოლი
23:15 24-06-2016
0
წარმატებები. კომენტარების ავტორები ცოდოები ხართ ძალიან. ბოგმა დაგაჩობთ
xorxe
00:47 25-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული