"შირაქმა" დაიმატა 21 წლის კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ლამინ დუმუა. დუმუას უთამაშია კოტდივუარულ კლუბებში, ასევე - ნორვეგიაში, სადაც ის "ულკისას" ღირსებას იცავდა. არის ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი.
ასევე კოტდივუარელია გუნდის მეორე ახალწვეული - კუადიო ფრანკ ისმაელ ბრუ. ის ფლანგზე თამაშობს. კარიერა მშობლიურ ქვეყანაში დაიწყო, ბოლოს კი განათხოვრებით თამაშობდა ბენინურ "რექუინზში".
"შირაქმა" ორივე ფეხბურთელთან 2017 წლის 31 ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი. სომხური მედიის ვარაუდით,
ამასობაში, გაირკვა, რომ 30 ივნისს "დილასა" და "შირაქს" შორის გორში გასამართ შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება. მას იგორ ალიოხინი და ანდრიი სკრიპა დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას მიკოლა ბალაკინი შეასრულებს. მატჩის დელეგატია ბელორუსი იან ტრატსიკი. მსაჯებზე დაკვირვება კი თურქ კუდუსი მუფტოღლუს აქვს დავალებული.
მატჩს, რომელიც 18 საათზე დაიწყება, პირდაპირ ეთერში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"