არსებული მდგომარეობით, სფფ-ის ვალი 16 785 000 ლარს შეადგენს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღევანდელ ყრილობაზე აუდიტის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც მუჯირმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად ფედერაციაში საბიუჯეტო დეფიციტის საერთო რაოდენობამ, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, 16 785 600 ლარი შეადგინა. აქედან დავალიანება შეადგენს 11 მილიონ 785 ლარს, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები - 5 000 600 ლარს.

მუჯირის განმარტებით, აუდიტი ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე ჩატარდა. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფა-დან და ფიფა-დან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ,
ასევე, კერძო პირებზე გაცემულმა თანხებმა და შემდეგ ამ თანხების ჩამოწერამ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაშ რატომ არ იჭერენ წინა ფედარაციის გამგებლებს? თუ დამნაშავეები არიან დაიჭირონ აუცილებლად, წინა მთავრობის წევრები კი კარგად ჩასვეს!
kaxi
16:16 28-06-2016
0
ოეეეეეეეე პედერაციავ ან ისინი ჩააყუდეთ ვირის აბანოში,მილიონების შეჭმისათვის და ქართული ფეხბურთის საკონტროლო გასროლით დახვრეტისათვის ან ეს პატივცემული, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის!წინააღმდეგ შემთხვევაში აუდიტის ჩატარების აზრს ვერ ვხედავ!
დაიჭირეთ დომენტი და ძმები კარამაზოვ-არველაძეები!
17:08 28-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული