"გაბალას" მწვრთნელი: 6:0-ს მოვიგებდით, მაგრამ "სამტრედია" რთული მეტოქეა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტებთან მეტოქე გუნდზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალას" მეტოქე დღეს, 30 ივნისს, "სამტრედია" იქნება.

- გაბალა VS სამტრედია - რევანშის მოლოდინი

"სამტრედია" კარგი შემტევი სტილის გუნდია, რომელიც საინტერესო ფეხბურთელებისგან შედგება. ისინი ინდივიდუალურადაც კარგები არიან. მათ საკუთარი ფეხბურთის თამაში ენდომებათ, რამაც, შესაძლოა, პრობლემები გაგვიჩინოს, მაგრამ ვიცით, "სამტრედია" როგორც თამაშობს", - ციტირებს მწვრთნელს Azerisport.com-ი.

წინა წელს, ევროასპარეზის წინ "გაბალას" მთავარი მწვრთნელი აცხადებდა, რომ ყველა მეტოქეს გუნდი 5:0-ს
მოუგებდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ იძახის იმავეს წელს, რაზეც გრიგორჩუკმა შემდეგი პასუხი გასცა: "5-0 კი არა, 6:0-ს მოვიგებთ წელს (იცინის). უბრალოდ, რთული მეტოქე გვყავს და გაგვიჭირდება. გუნდების შანსები თანაბარია - ფავორიტს ვერ ვხედავ წყვილში, თუმცა სურვილი მაქვს, "სამტრედია" უფრო ითვლებოდეს ფავორიტად, ვიდრე - ჩვენ".

"გაბალას" და "სამტრედიის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოიცატ ხალხო, ამას რომ ეთქვა მაგარი ნაგავი გუნდია სამტრედია და საერთოდ ქართულ ფეხბურთ ფეხბურთის გარდა ყველაფერი ჰქვიაო (რაც არ იქნებოდა ჭეშმარიტებიდან ძალიან შორს), მაშინ მოგეწონებოდათ მისი კომენტარი??? ეგ ჩვეულებრივი ფორმალობა და მიღებული წესია მოწინააღმდეგე გუნდის შექება, თორემ სამტრედიას რომ გაანადგურებდა თვითონაც კარგად იცოდა
ქუთათური
01 ივლისი 2016 14:23
0
შარშან თამაშის წინ,რაგაც ამდაგვარ სისულელეს იძახდა მათი მწვრთნელი,კარგია თუ სამტრედია ფსიქოლოგიურად კარგად არის შემართული,სტადიონზე მაგარი პრესი იქნება აზერების მხრიდან
ალეკსანდრე
30 ივნისი 2016 16:30
0
თურქებივ ასე არიან ოდითგანვე..გაქებენ და ჩუმად ძირს გითხრიან...ესენიც მაგათი ჯისის არიან..ვითომ გადიდებენ და ამ დროს მზაკვრობა აქვთ გულში
ჯოჯო
30 ივნისი 2016 16:21
0
გეშინოდეს ძღვენის მომტანების. ამ შემთხვევაში მაქებრების. გაქებენ, გაქებენ და ბოლოს 6:0 მოგიგებენ.
haha
30 ივნისი 2016 14:16
0

სიახლეები პოპულარული