აზერბაიჯანულმა "გაბალამ" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად "გაბალასთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ვოისლავ სტანკოვიჩის გოლით გახსნეს, აქედან სამ წუთში კი ომარ მიგინეიშვილის კარში უკვე სერგეი ზენევმა გაიტანა. 30-ე წუთზე "გაბალას" ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა ლიბერიელმა ლეგიონერმა თეო უიკსმა მოუპოვა.

შესვენების შემდეგ "სამტრედიას" იმედი ლაშა შერგელაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ... ამის შემდეგ გია ცეცაძეს გუნდს რისხვად ზემოთ ნახსენები თეო უიკსი მოევლინა, რომელმაც 69-ე
და 72-ე წუთებზე დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია, ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს ჩაატარებს. 

"სამტრედიამ" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" ჩამოაშორა ევროთასებს...

 

 

მკითხველის კომენტარები / 44 /
გიხარიათ ხომ სამტრედიის წაგება ჩემპიონატში დინამოს რომ გადაუვლის მერე ნახეთ
toma
01 ივლისი 2016 10:03
0
რომელი ქართული ან ყოფილი საბჭოთა გუნდი არ ვგულისხმობ რუსულს მოუგებს გაბალას Dღეს დაასახელეთ ერთი დიდი ფულის ფულის ტომარაა
samtredski
01 ივლისი 2016 10:01
0
რომელი ქართული ან ყოფილი საბჭოთა გუნდი არ ვგულისხმობ რუსულს მოუგებს გაბალას Dღეს დაასახელეთ ერთი დიდი ფულის ფულის ტომარაა
samtredski
01 ივლისი 2016 10:00
0
ფეხბურთელებმა მართლა ვერ ითამაშეს მაგრამ შემტევფაზაში ნამდვილად ეტყობა გუნდს პოტენციალი აი დაცვას რაცშეეხება ნამდვილი ნოლია მართლა არ მეგონა სანდოხაძე ესეთი სუსტი თუიყო ეგ და დატუნაბიჭი ნამდვილი ნოლები იყვნენ დღეს ეგრაცშეეხებოდა ფეხბურთელებს.. ეს თამაში პირწმინდად წააგო მწვრთნელმა და ამ წაგებას მარტო ბიუჯეტს ნუ დააბრალებთ .. მწვრთნელი დგეს იყო გუნდში ყველაზე სისტი რგოლი.. კაცმა გუნდისი ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ესეთი სუსტი დაცვა თუყავდა მთელი ცინასეზონისგანმავლობაში ვერ დაინახა? პირველრიგში მაგან უნდა იაგოს ეგეთ თამაშზე პასუხისმგებლობა.. ამხელაანგარიშით წაგება რაუბედურება იყო მართლა 5 გოლი არცერთ გუნდს არ გაუშვია .. გორიცასაცკი რომელსაც მაკაბი შეხვდა . მაკაბის გაცილებით დიდი ბიუჯეტიაქ ვიდრე გაბალას
SF
01 ივლისი 2016 09:57
0
აზერები ნაკრებს ვერასდროს დააყენებენ ჩვენს დონეზე:) ფული ლეგიონერებით და ინფრასტრუქტურით კი ბატონო მინ 10 ჯერ გაგვისწრეს, სირცხვილი სამტრედიას, ამას ჯობდა ბათუმს ან ქუთაისის ტორპედოს ეთამაშა
mdaaa...
01 ივლისი 2016 09:57
0
გადაშენდით აქედან............
კახა კალაძე
01 ივლისი 2016 09:56
0
კახა-ს. თუ ასეთი "დიდებული" საკუთარი სტადიონი აქვს, რატომ ითამაშა ბაქოში? რა იყო მიზეზი? იქნებ იცი!!!
kote
01 ივლისი 2016 09:56
0
რა ფეხბურთი ხალხო ღადაობთ?! სამტრედია არის კალაძის მამის ფულის საჭრელი დაზგა, არც ყოფილა მაგის გეგმაში გაბალას მოგება, მაგის გეგმაა სამტრედიის რაიონის ბიუჯეტის ყვლეფა :))
დიტო
01 ივლისი 2016 09:54
0
gaga-ს. თუ ფული არ გაქვს, ხარ მათხოვარი და არაფრის ტ-კი არ გაქვს, დაეტიე სახლში რა???? ისე, ხომ წარმოგოდგენიათ რა დონის ჩემპიონატი გვაქვს, მეორეადგილოსანი გუნდი ისე თამაშობს, როგორც აზერების ჩემპიონატის აუტსაიდერი გუნდი, უფრო ცუდათაც. არ მინდა ვინმნეს შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ უთავო ბატებივით დარბოდნენ ფეხბურთელები, მწვრთნელზე ხომ საუბარიც არ ღირს. ცეცაძე იმ დონის მწვრთნელია, რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს.
guga
01 ივლისი 2016 09:53
0
თქვენ რომ გაბალას საფეხბურთო ინფრასტრუქრუნანახოთ , მიხვდებით რატომ და როგორ აჯობა სამტრედიას , *გაბალას* ცენტრალურ სტადიონის გარდა, რომელიც მართლა ძალინ ლამაზი და კარგია , აქვს კიდევ 6 სრულფასოვანი სტანდარტული , მოედანი , რომლებიც ფიფას ყველა მოთხოვნით არის აშენებულ გაკეთებული , აქედან ბავშვთა –საფეხბურთო აკადემიის განკარგულებაშია 3 მოედანი , 3 კი მთავარი გუნდისაა ! უზარმაზარი ფულია ფეხბურთში ჩადებული და პირობები ისეთია , სამტრედიას კი არა , ნებისმიერ ევროპულ გრანდი რომ ვერ დაიწუნებს
კახა
01 ივლისი 2016 09:43
0

სიახლეები პოპულარული