აზერბაიჯანულმა "გაბალამ" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად "გაბალასთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ვოისლავ სტანკოვიჩის გოლით გახსნეს, აქედან სამ წუთში კი ომარ მიგინეიშვილის კარში უკვე სერგეი ზენევმა გაიტანა. 30-ე წუთზე "გაბალას" ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა ლიბერიელმა ლეგიონერმა თეო უიკსმა მოუპოვა.

შესვენების შემდეგ "სამტრედიას" იმედი ლაშა შერგელაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ... ამის შემდეგ გია ცეცაძეს გუნდს რისხვად ზემოთ ნახსენები თეო უიკსი მოევლინა, რომელმაც 69-ე
და 72-ე წუთებზე დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია, ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს ჩაატარებს. 

"სამტრედიამ" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" ჩამოაშორა ევროთასებს...

 

 

მკითხველის კომენტარები / 44 /
რაო მწვრთვნელმა: გაბალას თამაში კარგად შევისწავლეთ და სუსტ წერტილებს ვხედავო?! :DDDD
Z.LO
01 ივლისი 2016 07:08
0
სამტრედიის წაგება გასაგებია, მაგრამ თამაშამდე ცეცეძემ ტვინი რომ გახვრიტა, გაბალას სუსტი წერტილები კარგად შევუსწავლეო, ესაა? რომ არ შეესწავლა 10:0-ს წავაგებდით?
+_+
01 ივლისი 2016 04:19
0
ახლა ბერ აგინა კარლო კალაძემ ამჯერად უკვე მის ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში ყველგან რომ აგინებს მსაჯებს დაინახა მისმა თვალებმა რა გუნდიც ჰყოლია სასსირცხვილო
ლექსო
01 ივლისი 2016 02:29
0
ხვდებით რამდენით გვისწრებენ? პროსტა მიტყდება,კი ითამაშეს ბიჭებმა მაგრამ ამას ქვია მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან?!
luk
01 ივლისი 2016 01:53
0
ყოჩაღ უჩა სოსიაშვილს, ამდენი "ფეხბურთელი" წავიდა გუნდიდან და მაინც მოაგებინა გუნდს
gff
30 ივნისი 2016 23:43
0
რას იტხოვდით სამტრედიისგან მოგებას თუ ნაკლებით წაგებას როგორც არ უნდა წაეგო დღეის მდგომარეობით სამტრედიისთვის ეს გუნდი გაუვალია დიდი დიდი ფულის ტომარა დაეტაკა პატარა პატარა საფულეს
gaga
30 ივნისი 2016 23:34
0
ვავა სამტრედია!!!
თემო
30 ივნისი 2016 23:34
0
ბატონ გია ცეცაძეს დიიიდი ძეგლი დაუდგით სამტრედიაში
zugdidski
30 ივნისი 2016 23:24
0
ცეცაძე სუფთა ერერაა. მწვრთნელი რომ ზბორებზე მესამე დღეს ჩავა, რა უნდა მოთხოვო?
messi
30 ივნისი 2016 23:20
0
რა მაინტერესებს იციტ ესე ტავისუპლად დაცვა რატო ატარებდა გაბალას პეხბურტელებს
gia
30 ივნისი 2016 23:19
0

სიახლეები პოპულარული