უჩა სოსიაშვილი: "შირაქი" 90 წუთის განმავლობაში უშანსოდ დავტოვეთ!

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დღეს, 30 ივნისს, გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე სომხური 'შირაქი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

"თამაში რთული და დაძაბული გამოდგა. თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო. არავის სურდა მეორე ნომრად თამაში. ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვიდა. პირველი ტაიმი სანახაობრივად უკეთესი იყო. მეორეში კონტრშეტევებზე ვამჯობინეთ თამაში. ვიტყოდი, რომ "შირაქი" მთელი მატჩის მანძილზე უშანსოდ დავტოვეთ.

გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და ამან შედეგი განაპირობა, რისთვისაც მადლობა ფეხბურთელებს.

კარგია, რომ გავიმარჯვეთ,
მაგრამ წინ 90 წუთი გველის. კარგია ისიც, რომ გოლი არ გავუშვით შინ და ვიმედოვნებ, სომხეთშიც თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შემადგენლობაში მოხდა ბევრი ცვლილება - 7 ფეხბურთელი მოვიდა და შეთამაშების პრობლემა არის, რადგან ამხანაგური მატჩები ნაყოფიერად ვერ გამოვიყენეთ. შეთამაშდება ეს გუნდი და თავს უკეთ წარმოვაჩენთ. ვიცით, რა გარემო იქნება სომხეთში, თუმცა ცდას არ დავაკლებთ.

მსაჯებზე საუბარი არ მსურს. თქვენ შეაფასეთ, მე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვსაუბრობ", - განაცხადა სოსიაშვილმა.

სომხური გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით კი, არა მხოლოდ დღევანდელი ანგარიშიდან, არამედ თამაშიდან გამომდინარეც, განმეორებით მატჩშიც ფავორიტი "დილა" იქნება.

ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" "შირაქი" პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 16 /
სხვა რა უნდა ექნა ფეხბურთელები არ ყავს და ახლებიც ერთი კვირის შეთამაშებულები არიან, ხომ ლაპარაკობთ მარტო
Tgu
01 ივლისი 2016 00:56
0
ყველას გეთანხმებით...ეს ვითომ მწვრთნელები საიდან მოყავთ...იმედია კობის სახით ფეხბურთს პატრონი გამოუჩნდა და ამათ საერთოდ აღარ გააკარებენ გუნდებს...
giorgi
01 ივლისი 2016 00:47
0
წადი რა შენ, ცეცაძემ, შეროზიამ და ამ მარად მწვანე და მარად საქართველოს ჩემპში მწვრთნელებად მომუშავე სასტავმა იხინკლავეთ. შეეშვით ფეხბურთს. ვინ დაგაბრალათ ტრენერობა?? რა შანსი არ დაუტოვე? 1:0 ძლივს მოუგეთ. ამისთანა არაადეკვატურმა ხალხმა რა გუნდი უნდა გაწვრთნას, ვერ გამიგია.
odala
01 ივლისი 2016 00:19
0
სირცხვილია სირცხვილი ვის ჯობიხარ რას ჯობიხარ შენზე უარეს როჯობიხარ ეგთუკარგია აგერ 5-1 წავაგეთ აზერებთანდა მაგათ კიდევ ეგუნდათ ვისჯობიხარ ფეღბურთელები არდარბოდნედა ნახირს უფრო გავდა ვიდრე ფეღბურთს..
iveraaaa
30 ივნისი 2016 22:58
0
ეჰ უტიფრობას, რომ საზღვარი არ აქვს და აყოლილა ეს ბატი ხალხიც. მთელი მეორე ტაიმი 1-0 - ს დაჰკანკალებდნენ ეს უსუსურები თავისზე უფრო უსუსურებთან და...
lado
30 ივნისი 2016 22:05
0
ანგარიშს ეტყობა რომ უშანსოთ დატოვე =)
data
30 ივნისი 2016 21:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული