გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში "გაბალასთან" სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"რატომ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი? ამაში ხელი "გაბალამ" შეგვიშალა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ისღა დამრჩენია, მივულოცო მეტოქეს.

თუმცა აღვნიშნავ, რომ დღევანდელ შეხვედრაში თავადაც უამრავი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, ასეთი ანგარიშით წაგებას არ ველოდი.

მარცხს გაანალიზება სჭირდება. მოვემზადებით და შევეცდებით, საქართველოში გასამართ საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ.

გვაქვს
თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!", - აქვეყნებს ცეცაძის ნათქვამს აზერბაიჯანული მედია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ხო და იმედები აქვთ საქართველოს ნაკრების, კლუბების და რის ხარჯზე? როცა ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი მჭედლიძეა?
temuri
01 ივლისი 2016 10:33
0
გეთანხმები, სადღაც ხომ გადის ზღვარი ოპტიმიზმსა და სიდებილეს შორის.
giga
01 ივლისი 2016 10:31
0
რა შანსი? შენ ძმაო აბა გაიხედ გამოიხედე ხომ კარგად ხარ? რა შანსი? რის შანსი?
გგგგგგგგგგგგგ
01 ივლისი 2016 10:31
0
ესაა რეალური სხვაობა და ხალხი კი არ უნდა დავაბოლოთ. იმედიანი კომენტარები, რომ იდო თამაშის წინ, არამედ დიდი სარკე უნდა ვიყიდოთ და ჩავახედოთ
Shansi gvaqvs uzarmazari
01 ივლისი 2016 10:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული