"ჩიხურამ" მოლდოვური ბარიერი ვერ გადალახა

AutoSharing Option
5 ივლისს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და კიშინოვის "ზიმბრუ" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით შემდეგ ეტაპზე სტუმრები გავიდნენ.

ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ემერსონის გოლი მოჰყვა. "ჩიხურამ" მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა -  55-ე საჩხერელები შეხვედრაში მეორედ წინ ლევან კაკუბავამ გაიყვანა, თუმცა 6 წუთში სტუმრებმა ისევ გაათანაბრეს - თავი იონ
ჯარდანმა
გამოიჩინა. მსაჯის მეირ დამატებულ მე-2 წუთზე "ჩიხურამ" მესამე გოლიც მიიღო თავის კარში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვეღარ გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 82 /
ყველა კომენტარი დამიბლოკეთ რატო ამ უნამუსო ხალხის სინდისს უფრთხილდებით?
lova
14:05 06-07-2016
0
მარტო დინამო თბილისი უნდოდათ, სხვა გუნდებს აშკარად იგნორს უკეთებდნენ.
გიგა
12:34 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული