"რიგ შემთხვევებში, სომხურ და აზერბაიჯანულ ფეხბურთთან უპირატესობა გვაქვს"

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- ბატონო უჩა, წარმატებებს გისურვებთ... საინტერესოა, როგორ ახერხებს ახალგაზრდა მწვრთნელი, წელიწადში ორჯერ ცვლიდეს გუნდის ძირითად ბირთვს, ჰქონდეს ფინანსური პრობლემები და მაინც წარმატებით მუშაობდეს კლუბში? რაშია ამ წარმატების საიდუმლო?

- რა თქმა უნდა, კარგი დამოკიდებულების ხარჯზე კეთდება ყოველივე ეს. ეს არის ურთიერთობა და დამოკიდებულება ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან. თუ ეს მხარეები ერთად შეიკვრება, შესაბამისად, შედეგი ყოველთვის კეთდება. შეიძლება მაქსიმალური არ იყოს,
მაგრამ მაინც არის.

მკითხველი:

- მოგესალმებით, უჩა! ჩემი კითხვაა: თქვენი აზრით, რატომ ხდება ისე, რომ ბავშვთა ფეხბურთში ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, დიდ ფეხბურთში კი, პარალელურად, კრიზისია? რისი ბრალია ეს, ფინანსები რომ გამოვრიცხოთ? მადლობა წინასწარ!
- ქვეყნის არასტაბილური სიტუაცია, არასტაბილური მდგომარეობა... ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი, ტერიტორიულად უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც მისადმი მეტი ინტერესია. მაგალითად, უელსელ და ისლანდიელ ფეხბურთელებს უფრო დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან მეტი აგენტი აკვირდება მათ, უფრო მეტადაა მათთვის შესაძლებელი სხვადასხვა ქვეყნის გუნდებში გადასვლა...

ჩვენი გარემოცვა კი ისეთია, რომ განვითარების კუთხით აზერბაიჯანზე, სომხეთზე შეგვიძლია ვიფიქროთ, მაგრამ ეს ქვეყნები ფეხბურთის მხრივ ჩვენზე დიდად წინ არ არიან. რიგ შემთხვევაში, უპირატესობაც კი გვაქვს მათთან...

როცა "დინამო" გვყავს, რთულია ვიფიქროთ აზერბაიჯანულ და სომხურ ფეხბურთზე. ძირითადი პრობლემა მაინც მენტალიტეტია, რისი გამოსწორება მხოლოდ კონკურენტუნარიან გარემოშია შესაძლებელი.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ – უჩა სოსიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხლა ეს გვაიმედებს,, გაგავნებეთ რა თავი,, ეხლა თუ არა მეორე ეტაპიდან გამოვარებით.
Davit
16:37 06-07-2016
0
აზერებზე წინ ვართო, მაგრა გამაცინა )) ტიპები საერთოდ სხვა დონეზე არიან უკვე, მიწაზე დაეშვით, სიმართლეს თვალი გაუსწორეთ. სომხურ გუნდს სახლში გაჭირვებით მოუგო დილამ (არადა სომხები მართლა ჩვენზე უკან არიან) და მეორე თამაშში რას იზავს, არავინ იცის, ჯერ დასამტკიცებელი აქვს ყველაფერი. გაცდნენ მაინც პირველ ეტაპს და მერე იტრაბახოს.
kote
17:18 06-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული