სამტრედია VS გაბალა - უპირველეს ყოვლისა, უკეთესი თამაში

AutoSharing Option
დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სამტრედია" აზერბაიჯანულ "გაბალას" მიიღებს. ბაქოში პირველი რაუნდი მასპინძლებმა 5:1 მოიგეს...

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"სამტრედია"-"გაბალას" მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" II არხი შემოგვთავაზებს. თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.

შეხვედრას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი გეორგიოს კიზასი იქნება. მას ასან კულა და ლოანის სიპკასი დაეხმარებიან.

-align: center;">* * *
მატჩის წინა დღეს ზესტაფონის მთავარ არენაზე პირველად აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს. მეზობლების დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია - "გაბალას" ოცამდე აზერბაიჯანელი სპორტული ჟურნალისტიც ახლავს...

Sportall.Ge
ფოტოზე: ნიკა კვეკვესკირი ზესტაფონში, თანამემამულეებთან მატჩისთვის ემზადება

რაც შეეხება მოედანს, მართალია, ის მთლად იდეალურ მდგომარეობაში ვერ არის "ჩიხურა"-"ზიმბრუს" მატჩის შემდეგ, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ვერავინ ვერაფერს დაუწუნებს. მან გაუძლო სტიქიას და დღეს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, როცა ერთმანეთის პირისპირ "სამტრედია" და "გაბალა" დადგებიან...

"გაბალას" ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტთა ცნობისმოყვარეობა გუნდის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა დააკმაყოფილა:

- მიუხედავად პირველი თამაშის შედეგისა, ჩვენ სულაც არ მიგვაჩნია, რომ მომდევნო ეტაპის საგზური ჯიბეში გვიდევს. დარწმუნებული ვარ, ხუთშაბათს რთული თამაში გველის...

- "გაბალას" პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კმაყოფილება გამოთქვა გუნდის ახალწვეულებით. თქვენც კმაყოფილი ხართ?
- დიახ, მოხარული ვარ, რომ გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ.

- რას იტყვით მინდვრის საფარის მდგომარეობაზე?
- ვიცი, რომ აქ დიდი წვიმა იყო და ისიც ვიცი, რომ ზესტაფონში ორი დღის წინ ევროპალიგის მატჩი გაიმართა. ვფიქრობ, რომ არა ეს ამბები, მინდორი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ კატასტროფული არაფერი ხდება - ფეხბურთის თამაში შეიძლება!

- მომდევნო ეტაპზე მეტოქედ უნგრული გუნდი გირჩევნიათ თუ ყაზახური?
- დღეს მომდევნო ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ "სამტრედიასთან" საპასუხო მატჩზე. ისე კი, ჩვენს ორივე პოტენციურ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ.

- ლიბერიელი ვიკსი გუნდში ბრაზილიელი დოდოს შემცვლელად მოიყვანეთ?
- არა, ისინი სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან.

- როგორ ფიქრობთ, ეს "გაბალა" უფრო ძლიერია თუ ის, რომელიც ერთი წლის წინ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა?
- ორივე გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. ორივეში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თამაშობენ.

- ცალკე უნდა გკითხოთ ნიკა კვეკვესკირზე...
- მიხარია, რომ ის დღეს ჩვენი გუნდის წევრია. ამ ფეხბურთელზე გვქონდა ინფორმაცია, სანამ "გაბალაში" მოვიწვევდით. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე გაამართლა ჩვენი იმედები. ნიკას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კიდევ შეუძლია, მოუმატოს.

- და ბოლო კითხვა: კლუბის ხელმძღვანელობა შარშანდელი შედეგის გამეორებას, ანუ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრას ითხოვს?
- ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ის არის, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეთ. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

* * *
სამტრედიელთა ვარჯიშის დაწყებამდე "ლელომ" გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

Sportall.Ge

- რას ელით საპასუხო მატჩისგან?
- უპირველეს ყოვლისა, უკეთეს თამაშს ველი ჩემი გუნდისგან, ვიდრე პირველ შეხვედრაში ვაჩვენეთ.

- მეტოქეს როგორ აფასებთ?
- "გაბალა" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ბაქოში არ მოგვცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ისიც ფაქტია, რომ გრანდიც არ არის.

- პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?
- ახლა ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ.

- ის მაინც გვითხარით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?
- კი, დანაკლისი არ გვაქვს.

- მაინც გჯერათ საფეხბურთო სასწაულის?
- ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ხარისხი პირველ ტაიმში ბაქოსთან თამაშზე მკვეთრად უკეთესია, მაგრამ დაცვა ისევ დირკებიანია, არ უნდა გაეშვათ ეს გოლი და რამდენი კიდევ საგოლე მომენტიც გააფუჭეს...ვნახოთ რას იზამენ მეორე ტაიმში...
Guadua
07 ივლისი 2016 20:02
0
ძნელი იქნება აფრიკის ნაკრებთან თამაში...
ვახტანგ
07 ივლისი 2016 18:24
0
jangos Tu jengos

დაგვანახეთ ხალხს მისი თანადგომა კლუბისათვის ფინანსური, გვითხარით რაში და რამდენი დახარჯა რომ ვიცოდეთ, თქვენ ხომ იცით მეტი?ჰოდა თქვით,რაა დასამალი?არაოფიციალურად ხარჯავს?რაა კოლუმბიაში ვართ? თუ ქველმოქმედებას ეწევა საბიუჯეტი კლუბის მიმართ? რა ფორმით?

რა იყო ბიუჯეტი ეს ვიცით,როგორ მოხდა კლუბის დაფინანსების სისტემის შეცვლა ეგაც ვიცით, რომ საკრებულოში არ ყოფილიყო გამიშვი-დამაკავე...ეს ვიცით, მაგრამ აი კერძო ფული რა დაიხარჯა არ ვიცით, თუ იცით თქვით, თუ არ ამბობთ არ იცით, ხომ ასეა არა?მართლა მიდნა ვიცოდე რა დახარჯა და რამდენად ვიყო მისი მადლიერი, ხომ მაქვს უფლება?
Jango
07 ივლისი 2016 15:00
0
შენ თუ კალას გვრდით დგომას ვერ ხედავ მაშინ ფეხბურთთან ახლოს არ ხარ ან ინტრიგნობას აქ ადგილი
jangos Tu jengos
07 ივლისი 2016 14:28
0
უაზროდ არ უნდა შეუტიონ, თორე აქაც წააგებენ. გახსნილი თამაში და კლოუნადები თუ გინდათ აგერ ითამაშეთ "ვერხნი დვორის" მოედანზე. ნიძლავიც შეიძლება: ცხვარი და ოციანი.
kvaxa
07 ივლისი 2016 14:00
0
sioni

მართლაც უფალმა აცხონოს ჩაჩუა ტარიელის სული, დიდებული ადამიანი იყო,უდიდესი ხარჯები გაწია იმ დროისათვის სამტრედიის კლუბში.

ისე ხომ ვერ დამიზუსტებდით როგორია ბოლო ორ წელიწადში ბატონ კახა კალაძის ან მისი ოჯახის კაპიტალხარჯები საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში?ან როგორი ფორმით მოხდა სახელმწიფო კლუბში კერძო პირის კაპიტალის ხარჯვა?იყო ამ კერძო პირთან სასპონსორო შეთანხმება? და რა თანხები დახარჯა რომ ასეთი დონის კლუბი გაეკეთებინა?


სამტრედიას დღეს, 7 ივლისს (კაი რიცხვია 7) ბედნიერ დღეს ვუსურვებ, რომ სასწაული მოეხდინოს და გაბალა მეორე ეტაპზე ვერ გავიდეს!
წინ სამტრედიავ!!
Jango
07 ივლისი 2016 13:51
0
ამ თამაშის შემობრუნება ნამდვილად ძნელია და ვერც მოვითხოვთ გუნდს რომ გინდა თუარა 4-0 მოიგონ,თან გაბალაც არაა ისეთი სუსტი გუნდი ასე თავისუფლად გაანიავოს პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობა,და ესღა დაგვრჩენია და თან იმედი ვიქონიოთ რომ გუნდი კარგ თამაშს გვიჩვენებს და ყველაფერს გაკეთებს წარმატების მისაღწევად,და დამტკიცებს რომ ისეთი დიდი სხვაობა არაა გაბალასა და სამტრედიას შორის როგორც ანგარიშიდან ჩანს. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!
romandro
07 ივლისი 2016 13:22
0
სვანი... ნუ იწუხებ ტავს სამტრედიის გულშემატკივრობით
svani
07 ივლისი 2016 13:18
0
გაგა ჩვენი ძმა კალას არ ჩაუგდია გუნდი საცოდაობაში პირიქით 21 წლიანი პაუზის მერე ფეხბურთი დააბრუნა სამტრედიაში რაც შეეხება 1 ან 2 ფეხბურთელს სამტრედიას ამ ეტაპზე არ ჭირდება ყველა რგოლში მაგრები ვართ თუ არ იცით გეტყვით სამტრედიას წელს მაქსიმუმი ქონდა დაგეგმილი მე 5 ადგილი ასე რომ ნუ რევიულობთ
gagas
07 ივლისი 2016 13:09
0
sioni-ს კალა გვიცოცხლოს ღმერთმა)) ხვავი, ბარაქა, დოვლათი, აყვავება, გამრავლება და მილიონები არ მოაკლოს ღმერთმააა))))))))))))))))))))))))))))))))
svani
07 ივლისი 2016 12:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული