"უდიდესი გულისტკივილით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დღეს ფოთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ფოთის ''კოლხეთი 1913''-ის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, 14 წლის გიორგი გოგია ტრაგიკულად დაიღუპა.
მინდა, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გიორგის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და ახლობლებს", - წერია ლევან კობიაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
14 წლის მოზარდი ფოთში, ზღვაში დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, ბანაობის დროს ორივე მათგანი
ყოველ წელს რამდენიმე ადამიანი იხრჩობა ფოთის სანაპიროებთან , იმის გამო რომ ქალაქის მერია და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ვერ ასრულებენ თავის საქმეს !
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ ბავშვის სული
ვიზიარებ ოჯახის ღრმა მწუხარებას !