"უდიდესი გულისტკივილით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დღეს ფოთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ფოთის ''კოლხეთი 1913''-ის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, 14 წლის გიორგი გოგია ტრაგიკულად დაიღუპა.
მინდა, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გიორგის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და ახლობლებს", - წერია ლევან კობიაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
14 წლის მოზარდი ფოთში, ზღვაში დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, ბანაობის დროს ორივე მათგანი