რას გადაურჩა საქართველო! ეს ამბავი ბევრს ყურადღების მიღმა დარჩა

AutoSharing Option
ეს ამბავი ბევრს ყურადღების მიღმა დარჩა: 3 ივლისს, ევრო 2016-ის 1/4-ფინალის დაწყებამდე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას.

ეს კონვენცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირებას ისახავს მიზნად, როგორებიცაა საფეხბურთო მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სფეროს სტანდარტების უზრუნველყოფა.

კონვენციას კიდევ 13 სახელმწიფოს (საფრანგეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი, შვეიცარია, პორტუგალია, მაკედონია, ლიტვა, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, უკრაინა, ბულგარეთი, რუსეთი) მინისტრმა მოაწერა ხელი. დოკუმენტის განახლებული რედაქცია ჩაანაცვლებს "სპორტულ შეჯიბრებებსა და განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის
მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ" ევროსაბჭოს მიერ 1985 წელს მიღებულ კონვენციას.

სპორტის სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აუცილებელი რომაა, ამას 7 ივლისს ზესტაფონში გამართული შეხვედრაც ადასტურებს.

ახლა ირკვევა, რომ "სამტრედია"-"გაბალას" მატჩის დღეს საქართველომ დიდი სკანდალი და ფინანსური სანქციები აიცილა თავიდან. ზესტაფონში გაიმართა საგანგებო სხდომა, სადაც მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლო ინციდენტზე ილაპარაკეს და შემდეგ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიეს, სკანდალი თავიდან რომ აეცილებინათ.

საბედნიეროდ, მატჩი მშვიდობიანად დასრულდა...

- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]
- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

ცხადია, ფეხბურთი ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური იარაღია. დღეს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა სპორტულ მასშტაბს სცილდება და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში გადადის. უეფას კონვენციის მიზანია, რომ ფეხბურთი მკაცრ სპორტულ ჩარჩოში მოაქციოს და პოლიტიკური სარჩული მოაცილოს. სწორედ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების, უეფასა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა უნდა გახდეს უსიამოვნებების თავიდან აცილების წინაპირობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეტყობა ვიგაცეებს სამაგიეროს გადახდა უნდოდათ,გაბალაში შარშანდელი "სტუმარტმოყვარეობისტვის",კარგი ქნეს რომ ეს აგკვეთეს,მაგრამ სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ,რა სულ ჩვენ უნდა ავიტკიოთ თავი,მეზობელს არ ეწყინოსო,შარშან ძლივს გადაურჩნენ აქედან წასული გულსემატკივრები, ჯურნალისტები და არავინ მათ დასაცავად იქ თითი არ გაანძრია, და ბოდიშიც კი არავის მოუხდია,მიუხედავათ იმისა რომ დინამოს ხელმძგვანელობამ ბოლოს გაბედა და მორიდებული პროტესტი გამოთქვა,აქ კი ასეთ სათაურს ვკითხულობთ-რას გადაურჩა საქართველო!
ალეკსანდრე
19:03 12-07-2016
0
და რაო ვითომ,რა უნდოდა ამით ეთქვა ჟურნლისტს?..რას ბოჟიალობთ,რაც ჟურნალისტები არიან ისეთი ფეხბურთია
kaplan
18:15 12-07-2016
0

სიახლეები პოპულარული