რას გადაურჩა საქართველო! ეს ამბავი ბევრს ყურადღების მიღმა დარჩა

AutoSharing Option
ეს ამბავი ბევრს ყურადღების მიღმა დარჩა: 3 ივლისს, ევრო 2016-ის 1/4-ფინალის დაწყებამდე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას.

ეს კონვენცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირებას ისახავს მიზნად, როგორებიცაა საფეხბურთო მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სფეროს სტანდარტების უზრუნველყოფა.

კონვენციას კიდევ 13 სახელმწიფოს (საფრანგეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი, შვეიცარია, პორტუგალია, მაკედონია, ლიტვა, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, უკრაინა, ბულგარეთი, რუსეთი) მინისტრმა მოაწერა ხელი. დოკუმენტის განახლებული რედაქცია ჩაანაცვლებს "სპორტულ შეჯიბრებებსა და განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის
მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ" ევროსაბჭოს მიერ 1985 წელს მიღებულ კონვენციას.

სპორტის სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აუცილებელი რომაა, ამას 7 ივლისს ზესტაფონში გამართული შეხვედრაც ადასტურებს.

ახლა ირკვევა, რომ "სამტრედია"-"გაბალას" მატჩის დღეს საქართველომ დიდი სკანდალი და ფინანსური სანქციები აიცილა თავიდან. ზესტაფონში გაიმართა საგანგებო სხდომა, სადაც მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლო ინციდენტზე ილაპარაკეს და შემდეგ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიეს, სკანდალი თავიდან რომ აეცილებინათ.

საბედნიეროდ, მატჩი მშვიდობიანად დასრულდა...

- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]
- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

ცხადია, ფეხბურთი ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური იარაღია. დღეს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა სპორტულ მასშტაბს სცილდება და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში გადადის. უეფას კონვენციის მიზანია, რომ ფეხბურთი მკაცრ სპორტულ ჩარჩოში მოაქციოს და პოლიტიკური სარჩული მოაცილოს. სწორედ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების, უეფასა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა უნდა გახდეს უსიამოვნებების თავიდან აცილების წინაპირობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
...ერთი თქვენ წერა ისწავლოთ რა,...
...და რას გადავრჩით, მოვკვდი კაცი ნერვიულობით და ინტერესით,...
zaza tbilisi
16:08 12-07-2016
0
რაც სურათზე ხალხი ჩანს ეს ყველა სამტრედიელია მოპირდაპირ ტრიბუნაზე კიდე ფან კლუბის 50 მდე წევრი იყო გვერდითაც ბლომად იჯდა სამტრედიელები მარა რას გადავრჩით ვერ ვხდები
samtredski
16:10 12-07-2016
0

სიახლეები პოპულარული