პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე დინამოელთა მცველმა უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, მის ნაცვლად კი იურაი იარაბეკმა ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა. კიტეიშვილის ცვლილელებამ "დინამოზე" დადებითად იმოქმედა - გუნდმა შეტევა გააძლიერა, კიტეიშვილმა კი შემოსვლიდან 6 წუთში, 55-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით თბილისელები წინ გაიყვანა.
67-ე წუთზე საჯარიმოში ჯაბა ჯიღაურის წაქცევის გამო, "ალაშკერტის" კარში
აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ზუსტად ერთკვირაში, 19 ივლისს გაიმართება.