შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.
- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა
"ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბიჭებს აქტიური პრესინგის თამაში ვთხოვე. პირველ ტაიმში 3 კარგი მომენტი გვქონდა, საიდანაც ერთის გამოყენება შევძელით. მეორე ტაიმშიც არ
დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რომელმაც ეს შედეგი და შემდეგი ეტაპის საგზური მოიტანა.
მარცხენა ფლანგზე შპიჩიჩის ნაცვლად ჭელიძე დავაყენე და არა - თევზაძე. ველოდი "ალაშკერტისგან" მწვავე შეტევებს, ამიტომ ჭელიძე ვარჩიე, თევზაძეს კი აუცილებლად მიეცემა თავისი შანსი.
ვფიქრობ, ჩვენი პირველი ტაიმი ყველა ჩვენს გულშემატკიავრს მოეწონებოდა. ყველა თამაშში გვართებს კონცენტრაცია. დღეს ზაგრებში მივემგზავრები. ხვალ ზაგრების "დინამო" მართავს იქ თავის შეხვედრას და დავაკვირდები, დასკვნებს გამოვიტან, შევისწავლი მათ თამაშს...
ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენი მეტოქე. ის ხორვატიის ჩემპიონია, ისევე, როგორც ჩვენ ჩვენი ქვეყნის - ორივე გუნდი ძლიერები ვართ. მათი ბიუჯეთი ძალიან დიდია, თუმცა ყველა თამაში იწყება ანგარიშ 0-0-დან და შანსები 50-50-ზეა. ფავორიტი მეტოქე გუნდი იქნება და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა იარაბეკმა.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური სწორედ "დინამომ" მოიპოვა, სადაც საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის პოტენციური მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება.
ნეტა იმას მოგვასწროს ღმერთმა მეც და შენც, ლიგის (სულ ერთია ევროპის იქნება თუ ჩემპიონთა) ფინალში დინამო ტორპედოს დაპირისპირება ვნახოთ და პირობას გაძლევ დინამოს ფანობის მიუხედავად ტორპედოს მხარეს ვიქნები :)
ეხლა კი ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც ცუდი სიტყვების კორიანტელი არ დაეზარა. თქვენ თუ გინდათ კრიტიკულები იყოთ შეურაცყოფას თავი დაანებეთ. კაცს რომ შეურაცყოფას მიაყენებ შენგან მართალსაც აღარ მიიღებს. მეც მეშინია რომ ასეთი თამაშით კარგი დღე არ დაგვადგება, მაგრამ რატომღაც მჯერა რომ იქ ასე არ მოეშვებიან.
რათქმა უნდა ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი გუნდს, მაგრამ გულშემატკივრებს არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი? თქვენი აზრით გულშემატკივრობა გინებას ნიშნავს? არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა რატომ თვლიან უცხოელები ჩვენს გულშემატკივრებს კარგებად. ჩემის აზრით იმიტომ რომ ერთადერთები ვართ საკუთარ გუნდს რომ ვშლით შეურაცყოფებით. თუ ასე მაგრები ხართ გადით და თვითონ ითამაშეთ (მე შენ გეტყვი გუნდის ჩამოყალიბებაა რთული, თან როგორც ვატყობ ექსპერტებითაა სავსე აქაურობა).
ფეხბურთელებო ერთი-ორი სიტყვა თვენთვისაცა მაქვს სათქმელი.
ყოველივე ზემოთნათქვამის გამო არ ჩათვალოთ რომ მომეწონა რაც გუშინ დინამომ და მანამდე დილა, საჩხერე სამტრედიამ გააკეთეთ, მაგრამ მინდა რომ ბოლო-ბოლო კარგად გაითავისოთ ერთი რამ შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ თავდაუზოგავი შრომა მხოლოდ მაშინ მოახერხებთ კლასის ხარჯზე თან სასურველი შედეგის მიღწევას და თან ძალების ისე დაზოგვას (თუ ეს მართლა დაზოგვა იყო და არა ჩავარდნა ფიზიკაში) ჩვენ რომ არ შეგვრცხვეს თქვენს გამო.
წარმატებები ყველას
უკეთესი თამაშის მოლოდინში ქართული სპორტის გულშემატკივარი და არა ფანი.